Galfond Challenge Update: ფილ გალფონდი €46.000 ევროთი ლიდერობს
Galfond Challenge-ში გარდამტეხი მომენტი დადგა: ერთთვიანი დაპირისპირების განმავლობაში, ფილ გალფონდმა უპირატესობა მოიპოვა და €46.484 ევროთი დაწინაურდა.
უკანასკნელი 11 სესიის განმავლობაში, გალფონდმა მე-6-ედ შეძლო €100.000 ევროიანი პლუსის ჩვენება. ბოლო დაპირისპირების დროს, პოტ-ლიმიტ ომაჰას სპეციალისტმა €150.000 ევროიანი გარღვევა გააკეთა, მაგრამ VeniVidi1990-მა გარკვეული თანხის უკან დაბრუნება მოახერხა. თამაშის დასრულებამდე 2.000 დარიგებაა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრები მხოლოდ რამდენიმე სესიას იხილავენ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარიგება ასე გათამაშდა: 6J59 ბორდზე, VeniVidi1990-მა ჩექ-რეიზი ითამაშა, რაც გალფონდს დარჩენილი €10.000 ევროს ბანკში ჩადებას აიძულებდა. €62.000 ევროიან დარიგებაში გალფონდს J1062, ხოლო VeniVidi-ს 10885 ჰყავდა. გალფონდი უკვე ფლობდა 2 წყვილს, მაგრამ მას ფლეშამდე გაძლიერება შეეძლო. VeniVidi1990-ის 10-იანების წყვილი, ფაქტიურად, არაფერს ნიშნავდა, მაგრამ მას ორმხრივი სთრეით დრო და ყვავების ფლეშ დრო ჰყავდა, მაგრამ კომბინაციის დასრულება ვერ შეძლო და €62.000 ევროიანი ბანკი ფილ გალფონდს შეხვდა.
"დაწინაურება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დამატებით თავდაჯერებულობას მაძლევს, - თქვა გალფონდმა, - მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ზეიმს და მოდუნებას."