Galfond Challenge: ფილ გალფონდმა წაგებული €900.000 ევრო დაიბრუნა

€900.000 ევროს წაგების შემდეგ, ფილ გალფონდს კრიტიკის ტალღამ გადაუარა. მისი თამაშის მოძველებულ სტილზე ყველა ლაპარაკობდა - მოთამაშეებიდან დაწყებული, პოკერის მწვრთნელებითა და ჟურნალისტებით დამთავრებული. ბევრი იმასაც ვარაუდობდა, რომ მის სატრეინინგო პროგრამას, რომელსაც Run It Once გვთავაზობს, წყალი შეუდგებოდა. სიტუაცია განსაკუთრებით მძიმე იყო იმის გათვალისწინებით, რომ 25.000 დარიგებიდან, გალფონდსა და VeniVidi1990-ს 15.000 ხელი ჰქონდათ ნათამაშები. ვეტერანი გრაინდერის შანსები სულ უფრო მცირდებოდა. 

გალფონდმა რამდენიმეკვირიანი პაუზა აიღო, რომლის დროსაც ის მოწინააღმდეგეს დღეში €3.000 ევროს უხდიდა, ჯარიმის სახით. "მე შიშით ვთამაშობდი, - ყვება გალფონდი, - საკუთარ გონებას ვერაფერს ვუშვებოდი. დაუნსვინგის მთავარი პრობლემა არა ფულის წაგება, არამედ იმედის დაკარგვაა."

ფიქრობდნენ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ის მთლიან ჰედს-აპს დათმობდა და წაგებული ფულის გარდა, სანაძლეოდ დადებულ €200.000 ევროსაც დაკარგავდა. მაგრამ მან სასწაულის მოხდენა შეძლო და დაამტკიცა, რომ მომგებიანი პოკერის თამაში ისევ შეეძლო. თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში, მან არამხოლოდ დაკარგული ფულის უკან დაბრუნება, არამედ €6.000 ევროიანი პლუსის ჩვენებაც შეძლო. 

მოწინააღმდეგეებს, დაახლოებით, 5.000 დარიგება აქვთ დარჩენილი. აქამდე ნანახი დინამიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ რომელიმე მათგანი €450.000 ევროს მოგებას მოახერხებს. ქვემოთ მითითებულ ბმულზე, Galfond Challenge-ის 5 უდიდესი დარიგების ნახვა შეგიძლიათ. 

რუმები

ქართული უცხოური