COVID-19-ისგან დაზარალებული კაზინოს თანამშრომლების დახმარებას მოთამაშეები ცდილობენ

ბოლო დღეებში, ხშირად იდება გრაფიკები, რომლებიც ონლაინ პოკერის ტრაფიკს ასახავენ. რა თქმა უნდა, გლობალური პანდემიის დროს, როცა ბევრ ქვეყანაში სახლიდან გასვლა აკრძალულია, ადამიანები ონლაინ პოკერ-რუმებს გართობის საშუალებად იყენებენ. ონლაინ პოკერის განვითარება კარგ ტენდენციად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ რა კვალი დატოვა კორონავირუსმა ლაივ კაზინოებზე და, განსაკუთრებით, იმ ადამიანებზე, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ. 

სწორედ მათ დასახმარებლად, BorgataPoker-ის სახემ, ქეითი სთოუნმა Discord-ის არხი გახსნა, სადაც კოვიდ-19-ისგან პირდაპირ და არაპირდაპირ დაზარალებულ ადამიანებს შეკრება და თავიანთი პრობლემების გაჟღერება შეუძლიათ. სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ადამიანებს არ აქვთ საშუალება დისტანციურად, სახლიდან იმუშაონ. ეს კი მათ ფინანსებზე აისახება. კაზინოს უამრავი თანამშრომელი, სრულიად მოულოდნელად, სამსახურის გარეშე, გადასახადებისა და ყოველდღიური ხარჯების წინაშე დაუცველები აღმოჩდნენ. 

"ონლაინ პოკერის მოთამაშისთვის კარანტინში ყოფნა დიდი გამოწვევა ნამდვილად არ არის, - ამბობს ქეითი სთოუნი, - ეს ჩემთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდა. მაგრამ ამ მდგომარეობით სათამაშო ინდუსტრიის უამრავი თანამშრომელი დაზარალდა. ჯერჯერობით, ჩვენ მიერ შექმნილ პლატფორმაზე 120 ადამიანია, მაგრამ ხალხის რაოდენობა ყოველდრიურად იზრდება. საბედნიეროდ, ჩვენს პროგრამაში პოკერის უამრავი ცნობილი სახე ჩაერთო. მეთ სევიჯი აქტიურად ცდილობს დაზარალებულების პრობლემების გაშუქებას. ალექს ლივინგსტონმა იმ ადამიანებს შესთავაზა დახმარება, რომლებსაც შვილები ჰყავთ სარჩენი. დაინტერესებულ ადამიანებს, ფილ გალფონდი RunItOnce-ზე უფასო კურსებს მისცემს. ჩვენ ველოდებით, რომ სხვებიც შემოგვიერთდებიან."

რუმები

ქართული უცხოური