Galfond Challenge: ფილ გალფონდის აპსვინგი გრძელდება

უკვე თითქმის ორი თვეა, რაც Galfond Challenge-ში, ფილ გალფონდი ონლაინ გრაინდერ VeniVidi1993-ს უპირისპირდება. თითქმის მილიონდოლარიანი დაუნსვინგის შემდეგ, ჰედს-აპის ინიციატორმა შესვენების აღება გადაწყვიტა, რათა ძალები მოეკრიფა. ბევრი ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდა. ამბობდნენ, რომ გალფონდის სტილი მოძველდა და რომ ის წარსულის მოთამაშე იყო. თუმცა, მისმა ტაქტიკამ გაამართლა: 'შვებულებიდან' დაბრუნებულმა გალფონდმა რამდენიმე წარმატებული სესია ჩაატარა და მინუსი მნიშვნელოვნად შეამცირა. 

€600.000 ევროს წაგების შემდეგ, ამჯერად, VeniVidi1993-მაც გადაწყვიტა პაუზის აღება და დღეში €3.000 ევროიანი ჯარიმის გადახდას დათანხმდა. რამდენიმედღიანი შესვენების შემდეგ, მოთამაშეებმა კვლავ აღადგინეს ორთაბრძოლა და რიგით 29-ე სესია გამართეს. 

სვინგიანი დაპირისპირების შემდეგ, VeniVidi1993-მა კიდევ €160.000 ევრო დაკარგა, მაგრამ თამაშის 'ამოქაჩვა' შეძლო და სესია მცირე დანაკარგით დაასრულა. ამ მომენტისთვის, ორ მოთამაშეს შორის მიმდინარე Galfond Challeng-ის თითქმის 80% დასრულებულია. მილიონდოლარიანი დაუნსვინგის შემდეგ, გალფონდის მინუსი €260.000 ევროს შეადგენს.

პოტ ლიმიტ ომაჰა, როგორც წესი, წარმოუდგენლად არასტაბილური თამაშია და დიდ სვინგებს გულისხმობს. ჯერჯერობით, არ ვიცით, გალფონდის პირველი დღეების მარცხი მის ცუდ ფორმაში ყოფნას დავაბრალოთ, თუ უიღბლობას, მაგრამ ვეტერანი მოთამაშე ამტკიცებს, რომ მას კვლავ მომგებიანი პოკერის თამაში შეუძლია და რომ ის პოტ ლიმიტ ომაჰას ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. 

რუმები

ქართული უცხოური