დაგ პოლკი პოკერის ინდუსტრიას ტოვებს

ჩვენ ერთხელ უკვე დავემშვიდობეთ დაგ პოლკს, როგორც მოთამაშეს. ამის შემდეგ, პოლკი წარმატებულ იუთუბერად მოგვევლინა, რომლის არხსაც 286.000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. იუთუბზე ის პოკერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა და, პერიოდულად, ცნობილ დარიგებების ანალიზს გვთავაზობდა. რაც მთავარია, დაგ პოლკი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა პოკერის თეორიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებსაც UpSwing Poker-ზე თამაშის სიღრმისეულ ანალიზს სთავაზობდა.

გასულ კვირას, ლეგენდარულმა მოთამაშემ პოკერიდან სამყაროდან საბოლოოდ და სრულად გასვლის შესახებ გვამცნო. "ჩემი გული აქაურობას აღარ ეკუთვნის, - თქვა პოლკმა, - ვწუხვარ, მაგრამ პოკერი აღარ მომწონს. ვფიქრობ, რომ აქ ყველაფერი ამოვწურე."

თავისი წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ის თამაშის 'რობოტიზაციას' ასახელებს. რამდენიმე კვირის წინ, ჯოი ინგრამის პოდკასტში, პოლკმა იმ პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მოთამაშეები ონლაინ სესიების დროს იყენებენ: "პოკერს სტრატეგია აღარ აქვს. მთავარ სტრატეგიად ბოტობა გადაიქცა. თამაშით საერთოდ ვეღარ გაერთობი, უბრალოდ, სისულელეების დამახსოვრება გიწევს." პოლკი იხსენებს, რომ მისი კარიერა არა ანალიტიკურ პროგრამებზე იყო დამოკიდებული, რომლებიც ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ, არამედ - რეალურ დროში მოთამაშეების მიერ გადადგმული ნაბიჯების ადეკვატურ პასუხსა და ბანკროლ მენეჯმენტზე. 

"მე ბენ სალსკის და ვიქტორ ბლომს ვეთამაშებოდი, - ყვება პოლკი, - ეს დღევანდელ პოკერში შეუძლებელია. ონლაინ ქეშ-გეიმები რობოტების ბრძოლად იქცა. ერთადერთი ადგილი, სადაც საკუთარ ცოდნას შეგიძლია მიენდო, ლაივ ტურნირია."

მართალია, დაგ პოლკი პოკერიდან მიდის, ის არ აპირებს ონლაინ სივრცის დატოვებას. როგორც თავად ამბობს, ის იუთუბზე დარჩება, თუმცა, სხვა არხს გააკეთებს, რომელიც საერთოდ არ იქნება დაკავშირებული პოკერთან და რომელშიც სხვადასხვა სოციალურ საკითხებს მიმოიხილავს. მას უკვე აქვს არხი, სადაც მაყურებელს კრიპტოვალუტებზე ინფორმაციის მიღებას სთავაზობს. 

რუმები

ქართული უცხოური