დევიდ სენდსს კორონავირუსი დაუდგინდა

დევიდ სენდსი პირველი ცნობილი მოთამაშეა, ვისაც კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა. 'ტვიტერის' ექაუნთზე, სენდსმა თავისი ისტორია მოყვა, რომელიც იმ რთულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც ეპიდემიას ახასიათებს და როცა ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად, დაავადება კვლავ აგრძელებს გავრცელებას. 

"წინა ორშაბათის საღამოს ძლიერ დაღლილობას ვგრძნობდი. ამას სურდო დაემატა. მოგვიანებით კი, ძლიერი თავის ტკივილი დამეწყო, რომელიც ორი დღე გაგრძელდა. მაღალი ტემპერატურა არ ფიქსირდებოდა, არც სუნთქვა გამჭირვებია, არც ხველა მაწუხებდა. პირად ექიმს დავურეკე, რომელმაც მითხრა, რომ თვითიზოლაციის გამო, რომელშიც ჩემი სურვილით 5 დღე გავატარე, ვირუსზე ტესტის გაკეთება არ მჭირდებოდა."

იმის გამო, რომ სენდსს ე.წ. 'სველი ხველა' დაეწყო, რაც ვირუსის დამახასიათებელ ნიშნად არ ითვლება, მან მდგომარეობა ჩვეულებრივ გაციებად ჩათვალა. გარდა ამისა, როგორც თვითონ ყვება, ის 'პანიკიორების' ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელიც სახლიდან გასვლისას ყველა საჭირო ნორმას იცავდა - რეზინის ხელთათმანი, პირბადე, დისტანცია ადამიანებთან, ჰიგიენაზე ზრუნვა, საგარეო ტანსაცმლის ყოველდღიური რეცხვა და დეზინფექცია. მიუხედავად ამისა, მისი ხველა 'მშრალში' გადაიზარდა და ნელ-ნელა სუნთქვაც გაურთულდა, რაც ტესტის გაკეთების საფუძველი გახდა. 

"ამჟამად, თავის ტკივილი მაწუხებს და ყელში უსიამოვნო სიმშრალეს ვგრძნობ. სხვა მხრივ, ყველაფერი კარგად მაქვს. ვფიქრობ, რომ ვირუსი ბავშვებმა მოიტანეს სახლში" - ამბობს სენდსი. მის 'ტვიტებს' ჯენიფერ ტილი, ტოდ ბრანსონი და ერიკ საიდელი გამოეხმაურნენ, რომლებმაც კოლეგას გამოჯანმრთელება უსურვეს და თანადგომა გამოუცხადეს. 

რუმები

ქართული უცხოური