პოკერის მოთამაშეები თვითიზოლაციაში

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოები აქტიურ რეკომენდაციას უწევენ თვითოზოლაციას, რომელიც, რიგ შემთხვევებში, სავალდებულო ხასიათის, უმეტესად კი - მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით უნდა იყოს განპირობებული. გამონაკლისი არც აზარტული სფეროა. ლას ვეგასის კაზინოები დროებით დაიხურა, პოკერის ტურნირები მიყოლებით უქმდება. ყველაფერი სამხრეთ კორეაში დაანონსებული Triton High Roller-ის გაუქმებით დაიწყო. როგორც ჩანს, გემბლერებიც კი კორონავირუსზე ფსონის დადებას და რისკების აღებას არ აპირებენ. 

ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე, რომელმაც რისკების დათვლაში ათწლეულები გაატარა, 86 წლის დოილ ბრანსონია. როგორც ჩანს, მას საკმაო გამოცდილება დაუგროვდა, რომ სიცოცხლე საფრთხეში აღარ ჩააგდოს: "კორონა ვერ შემეხება. იარაღის მუქარით ხუთჯერ დამაყაჩაღეს, დამჭრეს დანით, სამჯერ დავამარცხე სიმსივნე, გადავურჩი სამ ავტოავარიას. ვირუსის შიში არ მაქვს, მაგრამ ჩემს მეუღლეზე ვდარდობ, არ მინდა მას გადავდო რამე და მის ჯანმრთელობას საფრთხე შევუქმნა. ის ძალიან ძვირფასია ჩემთვის." 

კიდევ ერთი მოთამაშე, ვინც თვითიზოლაციას მიმართა, შონ დიბია. "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვები ბაღში აღარ გაგვეშვა და ნებისმიერი საზოგადოებრივი აქტივობა თუ სეირნობა დროებით შეგვეწყვიტა" - ამბობს დიბი. მან მოთამაშეებს რჩევაც მისცა: "თუ თქვენი ბანკროლი კაზინოს სეიფში ან ბანკში გაქვთ, არ იქნებოდა ცუდი აზრი, რომ შემდეგი თვეებისთვის მომზადებულიყავით და დეპოზიტები მოგეხსნათ, რათა ფულზე ადვილი წვდომა გქონოდათ."

თვითიზოლაციის მოწოდებით გამოვიდა ასევე დენიელ ნეგრანუც და ის ამერიკელები გააკრიტიკა, რომლებიც მასობრივი თავშეყრის ადგილებში კვლავ იკრიბებიან. 

რუმები

ქართული უცხოური