სოჭის PartyPoker Live MILLIONS: პოლ ფუამ $1.512.000 მოიგო

სოჭში კვლავ მიმდინარეობს PartyPoker-ის სატურნირო სერია, რომლის ფარგლებშიც $100.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ჰაი როლერი გაიმართა. 42 რეგისტრაციის შემდეგ, ტურნირის საპრიზო ფონდმა $4.200.000 დოლარი შეადგინა, რაც ფინალურ ექვსეულზე გადანაწილდა. 

ტურნირის გამარჯვებული Triton High Roller-ის დამფუძნებელი და აზიური პოკერის ლეგენდა, პოლ ფუა გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში მატიას აიბინგერი დაამარცხა და $1.512.000 დოლარი მოიგო. 

ტურნირის მეორე დღეს, დაძაბულობის პიკი ფინალური მაგიდის 'ბაბლი' გამოდგა, როცა თამაშს კერი კატზი და ბენ ჰიტი გამოეთიშნენ. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, შვიდეულის აუტსაიდერი მაიკლ სოიზა გახდა, რომელსაც $250.000 დოლარის მოგებამდე სულ ერთი ადგილი დააკლდა. ის თამაშს მატიას აიბინგერმა გამოთიშა, დაბალი სთრეითის წყალობით. 

ამ მომენტისთვის, პოლ ფუას სოლიდური სტეკი ჰქონდა მოგროვებული. მან ტურნირიდან კელ ბარნსი და მაიკლ ადამო გააგდო, რითიც ჩიპლიდი კიდევ უფრო გაიმყარა. პოლ ფუას კარტს ადრიან მატეოსიც ემსხვერპლა, რომელმაც სახლში $420.000 დოლარი წაიღო. ფინალურ სამეულში, ფუამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და, ამჯერად, ვებსტერ ლიმის სტეკი მიისაკუთრა. 

განსაკუთრებულად დრამატული ტურნირის ბოლო დარიგება აღმოჩნდა: A89K6 ბორდზე, პოლ ფუამ ვაჭრობის ყველა რაუნდზე დიდი ბეთი გააკეთა, რაც აიბინგერისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა. "რატომღაც, არ მჯერა შენი" - ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ თქვა მატიას აიბინგერმა და 810-ით მოწინააღმდეგის უკანასკნელი ოლ ინი მიიღო. სამწუხაროდ, ავსტრიელი მოთამაშე არასწორი აღმოჩნდა: პოლ ფუამ A8 გადმოატრიალა და სოჭში პირველი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. მე-2 ადგილისთვის, მატიას აიბინგერს $1.008.000 დოლარი ხვდა წილად. 

რუმები

ქართული უცხოური