2020 წლისთვის, WSOP ოქროს სამაჯურების რეკორდულ რაოდენობას აანონსებს

სანამ აზარტული ინდუსტრიის ექსპერტები ონლაინ თამაშების გართულებაზე ლაპარაკობენ და დამწყები მოთამაშეების ჩართულობის კლებაზე ნერვიულობენ, ლაივ პოკერის პოპულარობა სულ უფრო იზრდება. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია კარგად ესმით WSOP-ის ხელმძღვანელებს, რადგან გუნდმა 2020 წლის საზაფხულო სერიებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა. 

თუ 2019 წელს WSOP-ის საზაფხულო სერიებზე 89 ივენთი ჩატარდა, 2020 წლისთვის მათი რაოდენობა 101-მდე გაიზრდება. პოკერის უდიდეს ფესტივალზე, ლაივ ტურნირების საშუალებით 87, ხოლო ონლაინ ღონისძიებებით 14 ოქროს სამაჯური გათამაშდება. 

იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკამ მნიშვნელოვანი სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ოქროს სამაჯურის მოგება წლევანდელ სერიებზე შედარებით ადვილი უნდა იყოს. ამას ემატება კორონა ვირუსით გამოწვეული საყოველთაო შიში. როგორც აზარტული ინდუსტრიის ექსპერტები ვარაუდობენ, წლევანდელ ფესტივალს სტუმრების საგრძნობლად შემცირებული რაოდენობა ეწვევა. ამ ყველაფერთან ერთად, გაზრდილი ივენთების რაოდენობასაც თუ გავითვალისწინებთ, პროფესიონალი მოთამაშეებისთვის და ოქროს სამაჯურზე მონადირეებისთვის 2020 წლის WSOP ნამდვილი სამოთხე უნდა იყოს. 

გარდა ამისა, 2020 წლის WSOP-ზე 9 ივენთი გაიმართება, რომელთა ბაი-ინიც $25.000 დოლარიდან დაიწყება. ასეთი ნაბიჯი ექსკლუზიურად ჰაი როლერ მოთამაშეების მოსაზიდადაა გადადგმული, რადგან სხვადასხვა აზიურ ფესტივალზე ძვირადღირებული ტურნირები არნახული პოპულარობით სარგებლობენ. 

რუმები

ქართული უცხოური