The Baccarat Queen - ფილ აივის პარტნიორზე ფილმს გადაიღებენ

როგორც ჩანს, აზარტული თამაშებით ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის მოყვარული საზოგადოება სულ უფრო ინტერესდება. Ivanhoe Pictures ფილ აივის პარტნიორი მოთამაშე ქალის, ჩენ "კელი" სუნის შესახებ ფილმს გადაიღებს. ფილმში მთავარ როლს ჩინური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, ნორა ლუმი ითამაშებს. 

Ivanhoe Pictures კინოკომპანია SK Global-ის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ჰაი სტეიკს გემბლინგათან დაკავშირებით ორი ფილმი - Crazy Rich Asians და Molly's Game გადაიღო. 

ფილმი ჩენ "კელი" სუნის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ოჯახსაც ჩინეთის მთავრობამ ქონება ჩამოართვა. ფილმში აღწერილი იქნება ჩინელი გოგონას შურისძიების ვრცელი და ჩახლართული გეგმა, რომელიც მის წარმოუდგენელ სათამაშო კარიერაზე აისახა. ჩენ სუნმა ბაკარას მაგიდებთან ათეულობით მილიონი დოლარი მოიგო და თამაშში მსოფლიოს საუკეთესო პოკერის მოთამაშე, ფილ აივი ჩართო. 

როგორც ცნობილია, ჩენ სუნის მთავარი იარაღი მისი საუბრის მანერა იყო: ის კაზინოს ჩინურენოვან დილერებს არწმუნებდა, რომ ცრურწმენების სჯეროდა. ამის შემდეგ ის დილერს თხოვდა, რომ უკეთესი იღბლის გამო, მისთვის ერთი კარტი გაეხსნათ. გახსნილი კარტი მას უკეთესი ორიენტაციის საშუალებას აძლევდა, რის შემდეგაც საქმეში მისი მთავარი უნარი - ე.წ. edge sorting ერთვებოდა, რომელიც ბანქოს ზურგზე დატანილი ხარვეზების აღმოჩენაში მდგომარეობდა. 

სანამ კინორეჟისორები და სცენარისტები ფილმის დეტალებს ალაგებენ, ფილ აივი და ჩენ სუნი სასამართლოში თავიანთ დავას აგრძელებენ. ფილ აივიმ უკვე ორი საქმე წააგო Crockfords-ისა და Borgata-ის წინააღმდეგ. ერთ შემთხვევაში, მოთამაშეებმა £7.8 მილიონი ფუნტ სტერლინგი, ხოლო მეორეში - $10.1 მილიონი დოლარი დაკარგეს. 

რუმები

ქართული უცხოური