'ტვიტერზე' ლუკ შვარცი ფილ გალფონდს თავს დაესხა

ლუკ შვარცი მანერებითა და ტაქტით არასდროს გამოირჩეოდა. როგორც ჩანს, წაქცეულისთვის რამდენიმე წიხლის გამეტება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. 

რამდენიმე დღის წინ, ფილ გალფონდმა ვრცელი 'ტვიტი' გამოაქვეყნა იმასთან დაკავშირებით, რომ €900.000 ევროს წაგების შემდეგ, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საუკეთესო თამაშის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც ხმაურიან ჰედს-აპ ჩელენჯს VeniVidi1993-ის წინააღმდეგ პირველ მარტამდე აპაუზებდა. 

გალფონდის. 'ტვიტს' ლუკ შვარცი გამოეხმაურა. მან ლეგენდარულ მოთამაშეს "უვარგისი კეთილი კაცი" უწოდა, რომელსაც PLO-ის თანამედროვე რეგულარებთან მოგების შანსი აღარ ჰქონდა. "შენ შენს A და B თამაშზე ლაპარაკობ. სიმართლე კი ისაა, რომ A+ თამაშიც რომ აჩვენო, თანამედროვე გრაინდერებს ვეღარაფერს მოუხერხებ, - წერს შვარცი, - დროა, თეთრი დროშა ააფრიალო."

რამ გამოიწვია შვარცის ასეთი გაღიზიანება, უცნობია, მაგრამ მოთამაშე უკან ერთი ნაბიჯითაც არ იხევს: "მას ან ძალიან დიდი ეგო აქვს, ან ზედმეტად სულელია, რომ თამაშის დასრულებაზე იფიქროს." შვარცი გალფონდის გულშემატკივრებსაც გამოეხმაურა და უთხრა, რომ გალფონდი მათ მოძველებულ, არაფრისმომცემ სტრატეგიას 'ატენის' და რომ დროა, გაიზარდონ და Full Tilt-ის დღეებით აღარ იცხოვრონ, როცა გალფონდი მართლაც წარმოადგენდა რამეს. 

ლუკ შვარცის კომენტარებს ფილ გალფონდმა ჩვეული სიმშვიდით უპასუხა: "რაც გინდა ის თქვი, მაგრამ ისე ნუ გამოგყავს, თითქოს, ჩვენი თამაშის თავიდან აცილებას ვცდილობდე. რამდენიმე მოთამაშის გასტუმრების შემდეგ, ჩვენც მოგვიწევს მაგიდასთან დაჯდომა, როგორც შევთანხმდით. აუცილებელია, რომ ჩვენი მიმოწერა გამოვაქვეყნო?" 

გალფონდის პასუხის შემდეგ, შვარცმა უკან დაიხია, მომავალი მეტოქე რამდენიმე კომპლიმენტით გაამხნევა და წარმატება უსურვა: "ჩვენი ჰედს-აპის გარშემო ხმაურის წარმოქმნას ვცდილობდი. მიდი, პერკინსის ფული წამოიღე და ვითამაშოთ." გალფონდს რიგში რამდენიმე მოთამაშე ჰყავს, მათ შორის ბილ პერკინსიცაა. 

რუმები

ქართული უცხოური