ჯეიმს რომერო PartyPoker Millions-ის ჰაი როლერს იგებს

ჯეიმს რომერომ PartyPoker South America $25.000 ჰაი როლერ ტურნირი მოიგო. მან გამარჯვება 35 მონაწილეს შორის მოიპოვა და პირველი ადგილისთვის $350.000 დოლარი მიიღო. რომეროს არაჩვეულებრივი სეზონი აქვს: ერთი თვის წინ, მან PartyPoker MILLIONS UK Main Event-ზე მე-3 ადგილი დაიკავა და $420.000 დოლარი მოიგო. 

South America $25.000-ის ფინალურ ჰედს-აპში მან მარტი მატისი დაამარცხა, რომელმაც მე-2 ადგილისთვის $213.750 დოლარი მიიღო. მარტი მატისი გასული წლის PartyPoker MILLIONS Main Event-ის ჩემპიონია. ამ ორი გამარჯვებით, მან $1.1 მილიონი დოლარი დააგროვა. 

35 მონაწილიდან, ტურნირის ფინალური დღისთვის, მხოლოდ 15 მათგანი იყო წარმოდგენილი. ფინალისტებს შორის მოხვდნენ ანტონი ზინო, კენი ჰალერტი, რაინერ კემპე და ნაიალ ფარელი. PartyPoker-ის გუნდის წევრი, ჟოაო სიმაო ფინალურ მაგიდაზე ვერ მოხვდა, რადგან მისი წყვილი ფარელის ფლეშთან დამარცხდა. 

ფინალური ჰედს-აპი რომეროს უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ბრძოლა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მატისმა რამდენჯერმე მოახერხა მეტოქის სტეკის მნიშვნელოვანი ნაწილის მითვისება. მას ტურნირის მოგებაც შეეძლო, რომ არა რომეროს წარმოუდგენლად რთული და რისკიანი ბლეფი, სადაც მას მხოლოდ მაღალი A ჰყავდა. საბოლოოდ, დიდმა ბლეფმა თავისი საქმე გააკეთა: დასუსტებული სტეკის გამო, მატისი იძულებული იყო, QJ-ით ოლ ინი გაეკეთებინა, მაგრამ მისმა კარტმა რომეროს AT-ს ვერ გაუძლო, რაც ტურნირის დათმობას ნიშნავდა. 

რუმები

ქართული უცხოური