ტომ დუანი იაპონიის მთებში სრიალებს

თუ სოციალურ ქსელში ტომ დუანი გამოჩნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სადმე, იქვე დენიელ ქეითსიც იქნება, რომელიც თავისი ძველი სანაძლეოს ამბის გამორკვევას შეეცდება. საქმე იმაშია, რომ ამ ორ მოთამაშეს 2011 წელს შეწყვეტილი თამაში აკავშირებთ, რომელიც Durrrr Challenge-ის სახელითაა ცნობილი. მაშინ, ტომ დუანსა და დენ ქეითსს შორის ჰედს-აპ დაპირისპირება ე.წ. Black Friday-ის დაემთხვა, რის გამოც დუანს აზიაში წასვლა მოუხდა. მას შემდეგ, თამაში გაურკვეველი ვადითაა დაპაუზებული. 

რაც შეეხება თავად ტომ დუანს: 'ტვიტერზე' გამოქვეყნებული ფოტოებით ირკვევა, რომ ლეგენდარული ჰაი როლერი იაპონიის მთებში, თხილამურებით სრიალებს. სავარაუდოდ, ეს შვებულება იმ ფაქტითაა გამოწვეული, რომ კორონა ვირუსის გამო Triton High Roller Series გაურკვეველი დროით გადაიდო, ხოლო მაკაუში, სადაც უდიდესი ქეშ-გეიმები იმართებოდა, 41 კაზინო დახურეს. 

ჩრდილოეთ ჰოკაიდოს ქალაქ ნისეკოში, ტომ დუანი თავის ძველ მეგობართან, აზიური პოკერის ამომავალ ვარსკვლავთან - რუი კაოსთან ერთად ჩავიდა. სათხილამურო კურორტის შემდეგ, მოთამაშეები ლონდონში გაემგზავრნენ, სადაც ისინი ICE Convention-ს დაესწრებიან. 

ეს ყველაფერი კი, დენიელ ქეითსის კომენტარების პარალელურად ხდებოდა, რომელიც თამაშის გაგრძელებას, ან კომპენსაციის გადახდას ითხოვდა. ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში, დენიელ ქეითსმა ტომ დუანის მიერ გადახდილ კომპენსაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისგან იმაზე გაცილებით დიდი თანხა მიიღო, ვიდრე ამას პოკერის თამაშით მოახერხებდა. 

რუმები

ქართული უცხოური