პოკერის სამყარო კობი ბრაიანტს ემშვიდობება

კობი ბრაიანტის გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა. ტრაგედიას არამხოლოდ კალათბურთელები და ცნობილი ადამიანები, არამედ პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. კვირა დილას, კობი ბრაიანტი და მისი თანმხლები პირები ბრაიანტის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ლეგენდარულ კალათბურთელთან ერთად, მისი 13 წლის შვილიც იმყოფებოდა.

კობი ბრაიანტი პოკერში აქტიურად ჩართული არ ყოფილა, მაგრამ მისი ნახვა სხვადასხვა ტურნირზე მაინც იყო შესაძლებელი. პირველად ის 2013 წლის WSOP-ზე მიიწვიეს, როცა ლოს ანჯელეს ლეიკერსის მფლობელი და ლეგენდარული ჰაი სტეიკს მოთამაშე, ჯერი ბასი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ბრაიანტი მაშინ ტრავმას ებრძოდა, რის გამოც ტურნირს ვერ დაესწრო. 


41 წლის კალათბურთელის ტრაგიკულ სიკვდილს პოკერის სამყაროც გამოეხმაურა. დოილ ბრანსონი, დენიელ ნეგრანუ, ჯოი ინგრამი, ალან კესლერი, დაგ პოლკი - ყველა მათგანმა ბრაიანტის ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა. "კობის არასდროს შევხვედრივარ, - წერს 'ტვიტერზე' დენიელ ნეგრანუ, - მაგრამ როცა მისი ამბავი გავიგე, ტირილი ვერ შევიკავე. ის მთელ მსოფლიოს უყვარდა. უდიდესი ტრაგედიაა!"

"მისმა გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა, - ამბობს დაგ პოლკი, - კალიფორნიაში გატარებული თინეიჯერობისას, ლეიკერსის თამაშებს აქტიურად ვუყურებდი. მას საოცარი სტილი ჰქონდა. ეს ამბავი განსაკუთრებით ტრაგიკული იმითაცაა, რომ გვაფიქრებს, რამდენად არაფერი ვიცით ჩვენი ცხოვრების მოულოდნელი დასასრულის შესახებ."

Seminole Hard Rock Hollywood-ის კაზინომ, კობი ბრაიანტის საპატივცემულოდ, შენობის გარე ფასადი ლოს ანჯელეს ლეიკერსის ფერებში გაანათა. 

რუმები

ქართული უცხოური