Aussie Millions-ზე, A$50.000 Challenge-ის ჰედს-აპში მაიკლ ადამომ კერი კატზი დაამარცხა

11 საპრიზო ადგილის შემდეგ, საიდანაც 4 ფინალურ მაგიდა იყო, როგორც იქნა, მაიკლ ადამომ ნავსი გატეხა და Aussie Millions-ის A$50.000-იანი ტურნირის მოგება შეძლო. რეგისტრირებული 82 მონაწილიდან, ფინალური ჰედს-აპი მან კერი კატზთან გამართა, რომელსაც შარშანდელი A$100.000-იანი Challenge ჰქონდა მოგებული. 

"ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, - თქვა ადამომ, რომელმაც 2017 წლის გახსნითი ივენთი მე-3, ხოლო 2018 წლისა - მე-2 პოზიციაზე დაასრულა, - მთავარი სამიზნე სწორედ დიდი ტურნირები იყო. შემდეგი ღონისძიება, რა თქმა უნდა, A$100.000-იანი Challenge-ია. 

მაიკლ სოიზას 'ბაბლიდან' გაგდებისა და მისი სტეკის მისაკუთრების შემდეგ, შანსი თურქ ჰაი როლერს, ორფენ კისაჩიკოღლუს მიეცა, რომელმაც Aussie Millions-ზე თავისი პირველი საპრიზო ადგილი აღნიშნა. დღის ჩიპლიდერი, კალ ბარნსი ასევე ფულის გარეშე გამოეთიშა თამაშს. სამაგიეროდ, მაიკლ ადამო, სემ გრინვუდი და ტიმოთი ადამსი მნიშვნელოვან სტეკებს ფლობდნენ.  

ტურნირის პირველი 8 პოზიცია ასე განაწილდა:

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება (აშშ დოლარი)
1მაიკლ ადამოავსტრალია$738.234
2კერტი კატზიაშშ$492.156
3ორფენ კისაჩიკოღლუთურქეთი$328.104
4სემ გრინვუდიკანადა$273.420
5ბენ ლემიაშშ$218.836
6ტიმოთი ადამსიკანადა$191.394
7რაინერ კემპეგერმანია$164.052
8ერიკ საიდელიაშშ$136.710

 

რუმები

ქართული უცხოური