გორდონ რამზი აზარტულ ბიზნესში ერთვება

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფი ონლაინ გემბლინგის ინდუსტრიაში შეჭრას აპირებს. გორდონ რამზიმ თავისი სატელევიზიო შოუს, Hell's Kitchen-ის ბაზაზე შექმნილი სლოტებ დააანონსა. 

ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა მზარეულმა გაერთიანებული სამეფოს ინტელექტუალური საკუთრების ოფისს მიმართა და სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, რომელიც მას სხვა ბიზნეს აქტორებისგან გამოარჩევს. მის მიმართვაში, რომელიც რამზიმ ინტელექტუალური საკუთრების ოფისს გადასცა, კომპიუტერულ სათამაშო პლატფორმაზეა საუბარი. პლატფორმა Hell's Kitchen-ის თემატიკაზე შექმნილ სლოტებს, ლოტოს და კაზინოს თამაშებს მოიცავს. 5 შვილის მამას, ჯერჯერობით, თავის გადაწყვეტილებაზე კომენტარი არცერთ სოციალურ ქსელში არ გამოუქვეყნებია. 

ამ მომენტისთვის, გორდონ რამზის სარესტორნო ქსელი ლას ვეგასში 5 ლოკაციას ფლობს. ერთ-ერთი რესტორანი Caesars Palace-ის წინ მდებარეობს. მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფის განცხადებით, 2020 წელს, ამერიკაში ის კიდევ 100 რესტორანს გახსნის. 

თუ გორდონ რამზიმ მართლაც დაიწყო სათამაშო ბიზნესში ოპერირება, ფრენკ სინატრას, მაიკლ ჯექსონისა და ელვის პრესლის შემდეგ, ის მეოთხე სელებრითი იქნება, ვინც საზოგადოებას საკუთარი სლოტები და სამაგიდო თამაშები შესთავაზა.

რუმები

ქართული უცხოური