ფილ გალფონდის ჰედს-აპ ჩელენჯს ლუკ შვარცი გამოეხმაურა

შესაძლოა, ბოლო დათრობა ლუკ შვარცს ძვირად დაუჯდეს. ლონდონელმა მოთამაშემ, ერთ-ერთი წვეულების შემდეგ, 'ტვიტერზე' პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც აშკარად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო დაწერილი. ის ფილ გალფონდს მიმართავდა და მის ჰედს-აპ ჩელენჯს ეხმაურებოდა. 

"აი, როგორ უნდა გადავჭრათ ფილ გალფონდის სულელური ჩელენჯების საკითხი, - წერს შვარცი, არავის ადარდებს შეძლებ თუ არა რომელიმე ონლაინ რეგულარის დამარცხებას ომაჰას სულელურ სერიაზე. მოდი, ვითამაშოთ მართლა მაღალი ლიმიტის ჰედს-აპი, ან დიდი შერეული თამაში. რა თქმა უნდა, უპირატესობას შენ მოგცემ."

ბრიტანელის თავხედურ 'ტვიტს' ფილ გალფონდმა ტრადიციული სიმშვიდით უპასუხა: "გამარჯობა, ლუკ! ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! მადლობა, რომ ჩემი ჩელენჯით დაინტერესდი. მართლაც, მშვენიერი იდეა გაქვს! ჩვენ შეგვიძლია $1.000/$2.000 8-გეიმსი ვითამაშოთ, მაგრამ შენგან უპირატესი შანსების მიღება არასწორი იქნებოდა. ამიტომ ასე მოვიქცეთ: მე გთავაზობ $250.000-იან სანაძლეოს 1.1:1 შანსებით, 15.000 დარიგებაზე."

აღსანიშნავია, რომ იმავე საღამოს, ლუკ შვარცის სიმთვრალეს შეურაცხმყოფელი 'ტვიტები' მოჰყვა დენ ქეითსის, ტიმოფეი კუზნეცოვისა და შონ დიბის მისამართით. 

რუმები

ქართული უცხოური