ჩინ ვეი ლიმის €378.160 ევროიანი გამარჯვება პრაღის EPT-ზე

მალაიზიელი მოთამაშე, ჩინ ვეი ლიმი სულ უფრო ცნობადი სახე ხდება. მიმდინარე წელს, მან PokerStars-ის 9 ტურნირზე მოახერხა საპრიზო ადგილის დაკავება. მისი კარიერული $8.4 მილიონიდან, $7.7 მილიონი დოლარი სწორედ 2019 წლით თარიღდება. 

ამჯერად კი, მან პრაღაში მიმდინარე EPT-ის €25.000 ევროიანი ჰაი როლერ ტურნირი მოიგო, €378.160 ევროთი პირველი ადგილისთვის. ტურნირის 50 მონაწილეს შორის რაინერ კემპე, მატიას აიბინგერი და ჟან-ნოელ ტორელიც იყვნენ, საიდანაც ფინალურ მაგიდას მხოლოდ აიბინგერმა მიაღწია. 

ადრეულ სტადიაზე, თამაშს სერჰიო აიდო და დენიელ დვორესიც გამოეთიშნენ. ფულში შესვლა ვერც სტივენ ჩედვიკმა შეძლო, რომელიც მაიკლ სოიზამ გამოთიშა ასპარეზობას. ფინალური მაგიდის პირველი დიდი დაპირისპირება სტივენ ჩედვიკსა და იუნ ობარას შორის გაიმართა, რომლებიც ერთმანეთს KK-ით და AA-ით დაუპირისპირდნენ. მე-4 და მე-3 ადგილები ტიმოთი ადამსმა და მატიას აიბინგერმა გაინაწილეს.

ფინალური ჰედს-აპი კი ჩინ ვეი ლიმისა და ჰოლანდიელ იორიტ ვან ჰოფის დაპირისპირება იყო. რამდენადაც ჩინ ვეი ლიმმა მატიას აიბინგერი და ტიმოთი ადამსი იმსხვერპლა, ფინალური ჰედს-აპი მან ძლიერი დომინაციით დაიწყო. ჰოლანდიელს მის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი სტეკი არ აღმოაჩნდა, რამაც ტურნირის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. იორიტ ვან ჰოფმა მე-2 ადგილისთვის €273.120 ევრო მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური