ფილ გალფონდის ახალი ჰედს-აპ გამოწვევა

Run It Once-ის გახსნის შემდეგ, როგორც ჩანს, ფილ გალფონდი მოწყენილობამ შეიპყრო. რამდენადაც ცნობილია, Run It Once-ის გუნდი რეიკ-ბექის სრულიად ახალ სისტემას ნერგავს, რის გამოც პოკერ-რუმზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ სოფტის ავტორი ახალი თავგადასავლებისთვის ემზადება. 

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ფილ გალფონდმა ჰედს-აპ ჩელენჯი გამოაცხადა. ნებისმიერ მსურველს, ვინც $100/$200 ლიმიტზე თანახმა იქნება, შესაძლებლობა აქვს პოკერის ლეგენდასთან 50.000 დარიგება ითამაშოს. მან გამოწვევას Washed-up Ex-pro უწოდა - მოძველებული ყოფილი პროფესიონალი. რამდენად დამაჯერებელია ფილ გალფონდის მოძველებულობა და ჩარეცხილობა, ჯერჯერობით არ ვიცით. თუმცა, გამოწვევის გამოცხადებინა მე-2 დღეს, გალფონდს უკვე 11 მსურველი ჰყავდა. 

გამოწვევას რამდენიმე პირობა აქვს:

  • თამაში უმჯობესია Run It Once-ზე გაიმართოს, მაგრამ გალფონდი სხვა შემოთავაზებებსაც განიხილავს
  • თამაში უნდა იყოს Pot Limit Omaha, ან გაერთიანებული Pot Limit Omaha/No Limit Hold'em 
  • ჰედს-აპი 50.000 დარიგების განმავლობაში გაგრძელდება
  • ლიმიტი $100/$200-დან $300/$600-მდე

"შესაძლოა, უფრო დაბალი ლიმიტის თამაშიც განვიხილო, - წერს გალფონდი, - მაგრამ მაყურებლებისთვის დიდი თამაში უფრო საინტერესო იქნებოდა." ჯერჯერობით, უცნობია თუ ვინაა ის 11 მოთამაშე, ვინც ფილ გალფონდის გამოწვევა მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური