გი ლალიბერტე მარიხუანის მოყვანისა და გამრავლების ბრალდებით დააკავეს
მილიარდერი კანადელი ბიზნესმენი და პოკერის მოყვარული მოთამაშე კანაბისის მოყვანისა და გამრავლების ბრალდებით დააკავეს. როგორც გი ლალიბერტეს მფლობელობაში მყოფი კომპანიისგან ირკვევა, კანადელი მოთამაშე საკუთარ კუნძულზე - ნუკუტეპიპიზე მარიხუანის მოყვანის ბრალდებითა დაკავებული. მისი ქმედება საფრანგეთის პოლინეზიის კანონთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.
როგორც მისი ოფისის წარმომადგენლები ამბობენ, ლალიბერტე გამოძიებასთან თანამშრომლობს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები მას რეალიზაციისთვის მარიხუანის უკანონო ტრანსპორტირებასაც ედავებიან, მაგრამ მისი კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლალიბერტე კანაბისს მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის ზრდიდა.
პოკერის სამყაროში გი ლალიბერტემ სახელი High Stakes Poker-ის გადაცემაში გამოჩენით გაითქვა. შემდგომ წლებში, ის არაერთი ძვირადღირებული ტურნირის ორგანიზატორი გახდა, მათ შორის, პირველი Big One for One Drop ივენთის, რომლის ბაი-ინიც $1.000.000 დოლარს შეადგენდა. HighStakesDB-ის ინფორმაციით, Full Tilt Poker-ზე თამაშისას, ლალიბერტემ $31 მილიონი დოლარი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ის პოკერის უმაღლესი ლიმიტების ქეშ-გეიმებისა და ტურნირების ხშირი სტუმარი იყო.
გარდა პოკერისა, გი ლალიბერტე საქველმოქმედო საქმიანობაშიცაა ჩართული. One Drop-ის ფონდის ფარგლებში, მან $141 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც სასმელი წყლის დეფიციტს განიცდიდნენ.