რაიან ლაპლანტმა Poker Masters-ზე ომაჰას ტურნირი მოიგო
2019 წლის Poker Masters-ის $10.000 დოლარიან პოტ ლიმიტ ომაჰას ტურნირზე გამარჯვება რაიან ლაპლანტმა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე 62 მოთამაშე დარეგისტრირდა, ლაინ-აფი ისეთ სახელებს მოიცავდა, რომ ლაპლანტის მოგებამ განსაკუთრებით შთამბეჭდავი ელფერი შეიძინა.
ვარსკვლავთცვენის აღწერა იმ ფაქტითაც შეიძლება, რომ ტურნირის 'ბაბლ ბოი' გერმანული პოკერის ვარსკვლავი, მანიგ ლუსერი იყო, რომელიც დამიან რადანოვის კარტს ემსხვერპლა.
WSOPE Main Event-ის ფინალური მაგიდის შემდეგ, ანტონი ზინომ კიდევ ერთ ფინალურ მაგიდას მიაღწია, მაგრამ ალი იმსიროვიჩის წყალობით, ის თამაშს მე-9 პოზიციიდანვე გამოეთიშა.
"Poker Masters-ის სერია ძალიან რთული სათამაშოა, რადგან საუკეთესო მოთამაშეებთან გიწევს დაპირისპირება, - თქვა ამერიკელმა მოთამაშემ, - ტურნირების სტრუქტურა ძალიან ჩქარია, რაც მოგებას კიდევ უფრო ართულებს. რამდენიმე კარგი ბლეფი მქონდა, სიტუაციებს სწორად ვერგებოდი, მაგრამ ასეთი სტრუქტურის პირობებში მოსაგებად გამართლება იყო საჭირო."
რაიან ლაპლანტმა ჩიპლიდი ფინალურ ექვსეულში მოიპოვა, რამაც მისი საბოლოო მიზანი კიდევ უფრო გაამარტივა. მისმა მოგებამ $186.000 დოლარი შეადგინა, რაც კარიერაში ზომით მე-2 ანაზღაურებაა. გადამწყვეტ ჰედს-აპში ლაპლანტმა ჩენს კორნუთი დაამარცხა, რომელმაც მიმდინარე სერიაში უკვე მეორედ მოახერხა ჰედს-აპის თამაში. ჯერჯერობით, ჩენს კორნუთი Purple Jacket-ის მოგების ყველაზე რეალური კანდიდატია. თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მოთამაშეებს კიდევ 8 ტურნირი აქვთ დარჩენილი.