აიზიკ ბარონი Poker Masters-ის პირველ ივენთს იგებს
Poker Masters სატურნირო სერიაა, რომელსაც თავის მაყურებელს Poker Central სთავაზობს. პოკერის ფესტივალი 10 ღონისძიებას აერთიანებს, რომელთა ბაი-ინებიც $10.000-დან $100.000 დოლარამდე მერყეობს.
4 ნოემბერს Poker Masters-ის პირველმა ივენთმა, $10.000 დოლარიანმა ულიმიტო ჰოლდემის ტურნირმა აიღო სტარტი. 97 მონაწილიდან, $970.000 დოლარიანი საპრიზო ფონდი მხოლოდ 14 მათგანს შეხვდა. პირველი მოთამაშე, ვინც ყველაზე დაბალი საპრიზო ადგილი დაიკავა, სტივენ ჩედვიკი იყო. მან $19.400 დოლარი მოიგო. ჩედვიკის გასწრება კი ისეთმა მოთამაშეებმა შეძლეს, როგორებიც ალექს ფოქსენი და შონ ვინთერი არიან.
ტურნირის გამარჯვებული აიზიკ ბარონი გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში ჩენს კორნუთი დაამარცხა. წაგების მიუხედავად, ჩენს კორნუთი ბედს არ შეეგუა და Poker Masters-ის რიგით მე-2 ივენთის, $10.000 დოლარიანი პოტ-ლიმიტ ომაჰას ტურნირის ფინალურ მაგიდაზე მოხვდა.
ჩენს კორნუთის გარდა, აიზიკ ბარონმა დენ შეკი, სკოტ ბლუმშტაინი და სემ სოვერელის დამარცხებაც შეძლო. მისი ჩიპლიდი იმდენად დიდი იყო, რომ ჰედს-აპმა მხოლოდ ერთი დარიგება გასტანა. ბარონის ანაზღაურებამ $223.100 დოლარი შეადგინა.