მალტაში გამართულ ტურნირზე დილერები წელსზემოთ გააშიშვლეს

Battle of Malta-ის €550 ევროიანი მეინ ივენთის გარდა, სატურნირო სერიამ იმით მიიპყრო ყურადღება, რომ €110 ევროიან ტურნირზე, რომელიც სპეციალურად ქალბატონებისთვის გაიმართა, სათამაშო მაგიდებთან დილერები წელსზემოთ გაშიშვლდნენ. 

ორგანიზატორების აზრით, მსგავსი ქმედება ტურნირს დამატებით ხალისს შეჰმატებდა, მაგრამ როგორც ჩანს, უკმაყოფილოც ბევრი დარჩა. "ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ამაზრზენია, - ამბობს ერთ-ერთი დილერი, რომელმაც ანონიმურობა არჩია, - ჩვენ მხოლოდ ერთი საათით ადრე გაგვაგებინეს, რომ თამაში პერანგის გარეშე უნდა წაგვეყვანა. სოციალური მედიისა და ტელეფონების ეპოქაში, სადაც ყველა ფოტოს გიღებს და თამაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა, მსგავსი მოთხოვნა ადამიანების დაცინვად შეიძლება ჩაითვალოს."

იმ დილერებს, ვინც წელსზემოთ გაიხდიდა, საათში დამატებით €50 ევროს უხდიდნენ. სიშიშვლე ტურნირის ერთადერთი უცნაურობა არ ყოფილა. ტრადიციული სიტყვები, რომლითაც დიდი ტურნირები იწყება - Shuffle up and Deal, სულ სხვა მნიშვნელობის ფრაზით შეიცვალა: Shuffle up and Dance. ორგანიზატორები იმ დილერებს, ვინც სკამზე მდგომი იცეკვებდა, დამატებით €100 ევროს გადაუხდიდნენ. "ჩვენ პროფესიონალი დილერები ვართ და არა მოცეკვავეები. ეს სხვა არაფერია, თუ არა პროსტიტუცია" - ამბობს ერთ-ერთი დილერი. 

როგორც ქალი მოთამაშეები ამბობენ, მათ ხანგრძლივი ლეველები და უკეთესი სტრუქტურა უფრო აინტერესებდათ, ვიდრე გაშიშვლებული მამაკაცები. იმ მოთამაშეების აზრით, რომლებიც გენდერულ თანასწორობას აქტიურად უჭერენ მხარს, მსგავსი საქციელი მიუღებელი და დისკრიმინაციული იყო, რამაც მამაკაცები წნეხის ქვეშ მოაქცია. "ჩვენ თანასწორობა გვინდა და არა კონკრეტული სქესის ჩაგვრა" - ამბობს პროფესიონალი მოთამაშე ჯენიფერ შაჰადი. 

რუმები

ქართული უცხოური