WSOPE Short Deck-ის ფინალში ლეონ ცუკერნიკმა ფილ აივი დაამარცხა და €1.102.000 მოიგო

როზვადოვში მიმდინარე WSOPE-ის მაყურებლები მნიშვნელოვანი თამაშის მომსწრენი გახდნენ: €100.000 ევროიანი Short Deck Super High Roller-ის გამარჯვებული King's Casino-ის მფლობელი, ლეონ ცუკერნიკი გახდა, რომელმაც ვარსკვლავებით დატვირთული ლაინ-აფი დაამარცხა და €1.102.000 ევრო მოიგო.

ტურნირზე 29 მოთამაშე დარეგისტრირდა, საიდანაც ფულში შესვლა მხოლოდ 4 მათგანმა შეძლო. 'ბაბლ ბოი' ამერიკელი ჰაი როლერი, ბენ ლემი აღმოჩნდა, რომელსაც ანაზღაურებამდე მხოლოდ ერთი ადგილი დააკლდა. სამაგიეროდ, ფინალურ ოთხეულში კერი კატზი, პოლ ფუა, ფილ აივი და ღონისძიების მასპინძელი, ლეონ ცუკერნიკი მოხვდნენ.

გადამწყვეტი ჰედს-აპი ფილ აივის დიდი ჩიპლიდით დაიწყო. 3 გაორმაგების შემდეგ, 4-1 უპირატესობას უკვე ლეონ ცუკერნიკი ფლობდა. დარიგებაში, რომელმაც თამაშს წერტილი დაუსვა, ცუკერნიკის სეტმა ფილ აივის ტოპ წყვილი უშანსოდ დატოვა. "იქნებ, მხოლოდ შორთ დექი უნდა ვითამაშო?" - King's Casino-ის მფლობელი გამარჯვებით აშკარად კმაყოფილი ჩანდა. მეორე ადგილისთვის, ფილ აივიმ €826.500 ევრო მიიღო. 

 

რუმები

ქართული უცხოური