ოლივიერ ბუსკე ონლაინ პოკერს უბრუნდება

ოლივიერ ბუსკემ სახელი 2009 წელს, ბორგატაში გამართული WPT Open-ის მოგებით გაითქვა, როცა მან WPT-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ლაინ-აფი დაამარცხა და $925.514 დოლარი მოიგო.

ბუსკე იმ იშვიათ გამონაკლის შემთხვევას მიეკუთვნება, როცა მოთამაშე წარმატებულია, როგორც ონლაინ, ისე ლაივ მაგიდებთან. 2008 წლიდან, 38 წლის მოთამაშემ ლაივ ტურნირებზე $9.000.000 დოლარზე მეტი დააგროვა. როგორც მოთამაშე ამბობს, ლაივ ტურნირების გამოცდილებამ მას ონლაინ გრაინდინგის თანხლები მარტოობა და მოწყენილობა დაანახა: "ცოცხალი ტურნირების თამაშით გაცილებით სახალისოა, ვიდრე კომპიუტერის მონიტორთან გატარებული დრო. აქ კომუნიკაციის გაცილებით მეტი საშუალება გაქვს, რასაც თუ კარგი მოგება დაემატა, არაჩვეულებრივი კომბინაციაა."

რა თქმა უნდა, ტურნირებზე და ლაივ თამაშებზე გადართვა აშშ-ში მიღებულმა აკრძალვებმაც გამოიწვიეს. ამიერიდან, ოლივიერ ბუსკე ნიუ ჯერსის მაცხოვრებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ონლაინ პოკერის თამაშის საშუალება კვლავაც ეძლევა. პოკერის გარდა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბუსკე კიდევ უფრო დაუახლოვდება ინტერნეტ სამყაროს, მისი ახალი პოდკასტია, რომელიც პოკერის გარდა მისთვის საინტერესო სხვა თემებსაც შეეხება. 

"ჩემი მიზანი ინფორმატიული, საგანმანათლებლო და გასართობი კონტენტის შექმნაა. მინდა, უფრო ფართო საზოგადოებასთან დავამყარო კომუნიკაცია, რაც მეტი ინფორმაციის მიღებისა და სწავლის საშუალებას მომცემს. მინდა, რომ წრე შეიქმნას, რომელში მყოფ ადამიანებსაც საერთო ინტერესები გვექნება."

 

რუმები

ქართული უცხოური