ბრიტანეთში დეივ ულიოტისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართება

ლეგენდარული მოთამაშის - დეივ Devilfish ულიოტის გარდაცვალებიდან უკვე 4 წელი გავიდა, მაგრამ ბრიტანული პოკერის სახემ სიცოცხლეში იმდენი მოასწრო, რომ მისი სახელი დღესაც ყველას ახსოვს. მის საპატივცემულოდ PartyPoker-ის გუნდი ლაივ ტურნირის ჩატარებას გეგმავს, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $1.000.000 დოლარი იქნება.

WPT და PartyPoker ერთობლივ ტურნირს აანონსებენ, რომლის ბაი-ინიც $5.300 დოლარი იქნება. ბაი-ინისა და გარანტირებული საპრიზო ფონდის შეფარდებით თუ ვიმსჯელებთ, Dusk Till Dawn კაზინოში მოთამაშეებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ელოდებიან. 

ტურნირი 30 სექტემბერს აიღებს სტარტს და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ ღონისძიებას Dusk Till Down-ის მფლობელი - რობ იონგი, PartyPoker Live-ის ხელმძღვანელი - ჯონ დუტი და PartyPoker-ის გუნდის წევრები - სემ თრიქეთი, ლუდოვიკ გეილიჰი და რობერტო რომანელო დაესწრებიან. თუ რომელიმე მათგანი ტურნირს გამოეთიშება, ავტომატურად კომენტატორების ოთახში გადაინაცვლებს და თამაშს გაუძღვება. 

კიდევ ერთი მოთამაშე, ვინც სემ თრიქეთს მხარი აუბა, ბეტრან Elky გროსპელიეა. "ჩვენ Dusk Till Dawn-ში ბევრი გვითამაშია, - ყვება ფრანგი მოთამაშე, - თვალწინ მხოლოდ მხიარულება, გართობა და სიცილი წარმოგვიდგება, როცა დეივ ულიოტს ვიხსენებთ. ეს ტურნირი საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი პოკერის ამ ლეგენდას და გავიხსენოთ, რამდენი რამ გააკეთა მან თამაშის პოპულარიზაციისთვის."

დეივ ულიოტის სატურნირო კარიერა $6 მილიონ დოლარზე მეტს ითვლის, მაგრამ ის ცნობილი ქეშ-გეიმებით და სატელევიზიო თამაშებით გახდა. თავისი პირდაპირობით, უშუალობით და ხუმრობებით, ის მაგიდაზე არამხოლოდ სათამაშო დინამიკას, არამედ განსაკუთრებულ განწყობას ქმნიდა. დეივ ულიოთი 2015 წელს გარდაიცვალა, სიმსივნესთან რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ. 

რუმები

ქართული უცხოური