დომინიკ ნიცშე პოკერის სატრეინინგო აპლიკაციას ქმნის
დღესდღეობით, პოკერის აპლიკაციის გამოშვება დიდი მოვლენა ნამდვილად არ არის. ასეთი ამბავი ჰედლაინებში ვერ მოხვდებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი - დომინიკ ნიცშე.
ლეგენდარულმა მოთამაშემ ახალი აპლიკაციის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ტურნირებით დაინტერესებულ მოყვარულ გემბლერებს საშუალებას მისცემს სატურნირო GTO-ს (Game Theory Optimal) გაეცნონ.
პოკერის სატრეინინგო პროგრამები შექმნის დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობენ. 'იუთუბიდან' დაწყებული, ონლაინ პოდკასტებით გაგრძელებული და DVD-ზე ჩაწერილი გაკვეთილებით დასრულებული - სატრეინინგო პროგრამებმა არნახულ მასშტაბებს მიაღწიეს. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ახლა?
"მარკუს პრინცი და მე ამ გადაწყვეტილებამდე მაშინ მივედით, როცა მას სატურნირო სტრატეგიებს ვუხსნიდი, - ყვება ნიცშე, - ჩვენ GTO სტრატეგიას განვიხილავდით, როცა მან მკითხა: 'იცი, რომ ჩვენ ამ ყველაფრის აპლიკაციად ქცევა შეგვიძლია?"
თავდაპირველად, ნიცშეს მეგობრის წინადადებაზე გაეცინა, მაგრამ მარკუსი სერიოზულად ფიქრობდა ამ ყველაფერზე. რამდენიმე დღის შემდეგ, ისინი დეველოპერებს შეხვდნენ და აპლიკაციის შესაქმნელად კვლევები დაიწყეს. "თუ სატრეინინგო აპლიკაციები გაინტერესებთ, ბაზარზე არაჩვეულებრივი პროდუქტის მოძებნა შეგიძლიათ, - ამბობს ნიცშე, - ჩვენ ვეცადეთ, რაღაც განსხვავებული შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. ჩვენი აპლიკაცია ვერ ჩაითვლება 'ჩითინგად', მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება სათამაშო მაგიდასთანაც შეგიძლიათ. ის ძალიან მობილური და მოსახერხებელი მოწყობილობაა. რაც მთავარია, ჩვენი მიზანი იყო, თამაშის სიჩქარე არ დაგვეგდო, რადგან ეს მეც მაღიზიანებს და სხვა მოთამაშეებსაც. ამიტომაც, აპლიკაცია მაქსიმალურად სწრაფი უნდა ყოფილიყო."
აპლიკაციის ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია: ისინი თვეში $10 დოლარიდან იწყება. "ჩვენი მიზანია, რომ მსგავს აპლიკაციებზე წვდომა ყველას ჰქონდეს და არა მხოლოდ ელიტარულ მოთამაშეებს, ვისაც დიდ ფულთან აქვს შეხება. საკუთარი პროდუქტის სრულყოფილებაში იმდენად ვართ დარწმუნებული, რომ მომხმარებლებს დღეში 25 უფასო დარიგებას ვთავაზობთ, რათა თავად დარწმუნდნენ პროდუქტის ხარისხში."