სემ სოვერელმა British Poker Open-ზე £322.000 მოიგო

ლონდონში British Poker Open გრძელდება, სადაც ძვირადღირებული ტურნირები დაიწყო. £25.000-იან ივენთი, რომელზეც 28 მონაწილე იყო დარეგისტრირებული, სემ სოვერელმა რაინერ კემპე დაამარცხა და £322.200 ფუნტ სტერლინგი მოიგო. 

British Poker Open-ის სერიების ლიდერბორდში სემ სოვერელს უკვე ჰქონდა პირველი ადგილი, მაგრამ ამ გამარჯვებით ამერიკელმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. 

"ჯილდოები დიდად არ მადარდებს, მაგრამ პირველობა მაინც სასიამოვნოა, - ამბობს სოვერელი, - ლიდერბორდში დომინირება იმას ნიშნავს, რომ შენს საქმეს კარგად აკეთებ, რაც ფულად შემოსავალზე აისახება და ეს ძალიან მახარებს."

ფინალური მაგიდა 5 მოთამაშით დაიწყო, საიდანაც მე-4 ადგილი მინიმალურ ანაზღაურებას - £70.000 ფუნტ სტერლინგს მიიღებდა. ვისენტ ბოსკა მაგიდის შორტსტეკი იყო და ტურნირს მალევე გამოეთიშა. სტივენ ჩედვიკის სტეკის მოგებით და მე-4 ადგილიდან გამოთიშვით, რაინერ კემპემ სემ სოვერელს ჩიპლიდი გამოსტაცა, მაგრამ ამერიკელმა უპირატესობის მოპოვება მალევე შეძლო. 

ალი იმსიროვიჩის მე-3 პოზიციიდან გავარდნა ამერიკულ-გერმანულ ჰედს-აპს მოასწავებდა, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მოთამაშეებმა რამდენჯერმე გაცვალეს ჩიპლიდერის პოზიცია, მაგრამ საბოლოოდ იღბალი სოვერელის მხარეს გადაიხარა. "რთული ლაინ-აფი იყო, მაგრამ ასეთ ხალხთან თამაში ძალიან სასიამოვნოა, რადგან პოკერის შესახებ ბევრს სწავლობ" - თქვა სოვერელმა. 

რუმები

ქართული უცხოური