ბლიც ინტერვიუ ანტონიო ესფანდიარისთან

ანტონიო ესფანდიარი თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი უდიდესი სახელია, რომელამც 2012 წელს, Big One for One Drop-ის $1.000.000-იანი ტურნირი მოიგო. მაშინდელი გამარჯვებისთვის ირანული წარმოშობის ამერიკელ მოთამაშეს $18.346.673 დოლარი გადაეცა, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში ითვლებოდა სარეკორდო ერთჯერად ანაზღაურებად. მისი შედეგი 2019 წელს ბრინ კენიმ გააუმჯობესა, როცა Triton Super High Roller-ის მე-2 ადგილისთვის £16.890.509 ფუნტ სტერლინგი, ანუ დაახლოებით $20.563.324 აშშ დოლარი მოიგო. 

ყოფილ ილუზიონისტს და WSOP-ის 2 ოქროს სამაჯურის მფლობელს PokerNews-ის ჩედ ჰოლოვეი ესაუბრა. 

რა წიგნმა იქონია შენზე დიდი გავლენა?

The Four Agreement. ძალიან კარგი წიგნია, რომლის წაკითხვასაც ყველას ვურჩევდი. 

უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, რომელმა შენაძენმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რომლის ღირებულებაც $100 დოლარს არ ცდებეოდა?

სახლისთვის საბანი შევუკვეთე, რომელზეც ჩემი ბავშვების სურათები იყო გამოსახული. 

თუ ჰქონია წარუმატებლობას ან ჩავარდნას შენს კარიერაზე დადებითი გავლენა?

არ მინდა, ძალიან ამბიციური გამოვჩნდე, მაგრამ მნიშვნელოვანი წარუმატებლობა ან ჩავარდნა არ მახსენდება. მჯერა, რომ თუ 100%-ით მივუძღვნით რამეს საკუთარ თავს, ყველაფერი გამოგვივა. მეც, თუ რამეს მართლა ვინდომებ, აუცილებლად გამომდის.

დიდი ბილბორდი რომ გქონდეს, რომლის ნახვის საშუალებაც ყველას ექნებოდა, რას დააწერდი?

"მიჯაჭვულობა ყველა ადამიანური ტკივილის საწყისია" - ეს ფრაზა ჩემზე ძალიან მოქმედებს. წარმოიდგინე, რა კარგი იქნებოდა ცხოვრება, გარკვეულ მოვლენებზე ან ნივთებზე დამოკიდებულები და მიჯაჭვულები რომ არ ვიყოთ!

რა არის აბსურდული ან უცნაური მოვლენა, ან ნივთი, რომელიც გიყვარს?

ალბათ, ტკივილი პოკერის მაგიდასთან. თუნდაც, ტკივილის ადრესატი მე ვიყო... თამაშის დროს ეს ყველაზე განსაკუთრებული შეგრძნებაა. 

უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომელმა მოვლენამ, რწმენამ, ან ჩვევამ გამოასწორა შენი ცხოვრება?

იმის გააზრებამ, რომ მთავარია ჩემი შვილები და მეუღლე ჯანმრთელები და ბედნიერები არიან და სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. 

როცა ძალიან ნერვიულობ, ან როცა კონცენტრაციას კარგავ, რას აკეთებ?

იოგა და ვარჯიში. არაფერი არ მეხმარება მიზანზე ორიენტირებაში ისე, როგორც კარგი ფიზიკური მდგომარეობა.

რუმები

ქართული უცხოური