8 საათის განმავლობაში სამი კელოპურომ $1.3 მილიონი მოიგო

სამი კელოპურო ფინელი ონლაინ გრაინდერია, რომლის აღმასვლაც ჯერ კიდევ Full Tilt Poker-ის ეპოქაში დაიწყო. მაშინ კელოპუროს ნახვა $500/$1.000 ლიმიტის მაგიდებზე იყო შესაძლებელი, სადაც ის მსოფლიოს საუკეთესოებს უპირისპირდებოდა. Black Friday-ის მოვლენების შემდეგ, როცა ამერიკაში ონლაინ პოკერის ბუმი განელდა და როცა ონლაინ რეგულარებმა ლაივ ტურნირებს მიაშურეს, კელოპურო კვლავ დიდ ბიზნესშია და გრაინდინგს განაგრძობს. პირველი აგვისტოს სესიაზე მან $1.3 მილიონი დოლარი მოიგო... სულ რაღაც 8 საათში. 

ფინელ რეგულარს საკუთარი ბლოგი აქვს, რომელსაც ფინურ ონლაინ გამოცემა - pokeritieto.com-ზე აქვეყნებს. პოკერის მოყვარულებსა და გულშემატკივრებს საშუალება ეძლევათ, პირველწყაროდან - პირდაპირ პროფესიონალი მოთამაშისგან მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმებსა და კულუარებში. 

1-ელ აგვისტოს, როცა ყველა POWERFEST-ის ტურნირით იყო დაკავებული, სამი კელოპურომ PartyPoker-ის $100/$200 ლიმიტის ქეშ-გეიმებს მიაშურა. პოტ-ლიმიტ ომაჰა ფინელების და, ზოგადად, სკანდინავიელების ერთ-ერთი საყვარელი თამაშია. გამონაკლისი არც კელოპუროა.

სესიის დასაწყისი დღევანდელი გმირისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა - მან $85.000 დოლარამდე დაკარგა. გადამწყვეტი მომენტი $227.000 დოლარიანი დარიგების მოგება აღმოჩნდა, როცა ყველაფერი შემოტრიალდა. $100/$200 ლიმიტზე 100 ბიგ ბლაინდი $20.000 დოლარია. კელოპუროს სტეკი კი უკვე $424.000 დოლარს შეადგენდა.

მისი მოწინააღმდეგე უცნობი მოთამაშე იყო, რომელიც ფინელს არასდროს უნახავს. წაგებული თანხის სწრაფად ამოღების სურვილით შეპყრობილი, კელოპუროს ოპონენტი 3-4 დარიგების გამოტოვებით ოლ ინს აკეთებდა, ხოლო წაგების შემთხვევაში $20.000 დოლარის რე-ბაის აკეთებდა. "მეგონა, საკუთარი კაზინო მქონდა, 5%-იანი უპირატესობით" - იხსენებს კელოპურო, რომელსაც მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ მოწინააღმდეგის ოლ ინებისთვის სწორ მომენტში ეპასუხა. 

8 საათიანი წარმოუდგენლად აქტიური თამაშის შემდეგ, სამი კელოპურო $1.403.932 დოლარით იჯდა - 65 ბაი-ინიანი პროფიტით. იმის გამო, რომ 65 ბაი-ინის მოგება, თანაც იმ დროს, როცა ერთი მხარე გამუდმებით აკეთებს რე-ბაის, კელოპუროს ექაუნთი დროებით გაიყინა. PartyPoker-ის გუნდი სავარაუდო აფიორისა და ფულის გათეთრების, ან უკანონო ტრანზაქციის საქმეს იძიებდა. დროის მცირე მონაკვეთის შემდეგ, ყველაფერი გაირკვა: ფინელმა მოთამაშემ თავბრუდამხვევი სესია რეალურ მოწინააღმდეგესთან მოიგო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი ბანკროლი $1.3 მილიონით გაიზარდა. 

რუმები

ქართული უცხოური