PartyPoker LIVE MILLIONS Main Event-ის გამარჯვებული ლუკას ზასკოდნი გახდა

დღეს ჩეხეთში გამართული PartyPoker LIVE MILLIONS Europe-ის €10.300 ევროიანი მეინ ივენთი დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული ადგილობრივი მოთამაშე - ლუკას ზასკოდნი გახდა, რომელმაც ასევე თანამემამულე და დიდი ხნის მეგობარი - იოჟეფ სნეიბერგი დაამარცხა. 

"ერთი თვის წინ, ჩემს ეზოში ვისხედით და ვლაპარაკობდით, - ყვება ზასკოდნი სნეიბერგზე, - ვამბობდით, რომ ამდენწლიანი თამაშის მიუხედავად, ერთმანეთის წინააღმდეგ ჰედს-აპი არასდროს გვქონია. და აი, ესეც მოხდა."

ლუკას ზასკოდნიმ გამარჯვება 504 მონაწილეს შორის შეძლო. მისმა ანაზღაურებამ €906.770 ევრო შეადგინა, ხოლო მისი მეტოქისამ - €718.230. ტურნირის სტრუქტურის გამო, რაც ლეველების ტემპსა და სტეკების ბლაინდებთან შეფარდებას გულისხმობს, ფინალური მაგიდაზე მოთამაშეები საკმაოდ მცირე ზომის სტეკებით აღმოჩდნენ, რამაც პოკერის სტანდარტული სიტუაციები წარმოშვა. გავარდნა არავის სურდა, მაგრამ თამაშში არსებული ჩიპების რაოდენობაც მანევრირების საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომაც, მოთამაშეები ხშირად დგებოდნენ ე.წ. კოინ ფლიპ სიტუაციებში. 

აგრესიული და დომინანტური თამაშის შემდეგ, ფინალური მაგიდის ჩიპლიდერი ჩარლი კარელი იყო, რომელსაც ბევრი უწინასწარმეტყველებდა მოგებას. მართლაც, თამაშის დაწყებისთანავე, მან რასტისლავ პალეტა გამოთიშა ტურნირს. ამის შემდეგ კი ბრიტანელის საქმე ცუდად წავიდა: მან ერთი დარიგების მოგებაც კი ვერ შეძლო, რაც პირდაპირ კავშირში იყო იღბალთან. პალეტას შემდეგ, მე-7 პოზიციიდან სწორედ კარელი გამოეთიშა ფინალურ მაგიდას. 

ჩარლი კარელს ფედაფეხ მიჰყვა კიდევ ორი ბრიტანელი - სემ გრაფტონი და რობერტო რომანელო. ფინალური მაგიდის უკანასკნელი არაჩეხი მონაწილე ფრანგი რომიან ლუისი იყო, რომელმას მე-3 პოზიციიდან დატოვა თამაში. ჰედს-აპის დაწყებამდე, ზასკოდნი და სნეიბერგი არსებული ჩიპქაუნთით ფულის გადანაწილებაზე შეთანხმდნენ და სათამაშოდ €100.000 ევრო დაიტოვეს. რამდენიმე დარიგებაში ტურნირის ბედიც და თითქმის მილიონევროიანი ანაზღაურების ბედიც გადაწყვეტილი იყო.  

რუმები

ქართული უცხოური