როზვადოვის მეინ ივენთზე 8 მოთამაშეა დარჩენილი
როზვადოვში მდებარე King’s Casino-ში Triton-ისა და PartyPoker-ის ერთობლივი ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. ჩეხური სერიების ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ, სტარტი €10.300 მეინ ივენთმა აიღო.
3 დღიანი თამაშის შემდეგ, 504 მონაწილიდან, ტურნირის ლაინ-აფი 8 მოთამაშემდე შემცირდა. რა თქმა უნდა, ყოველი მათგანი საპრიზო ადგილს დაიკავებს, ხოლო პირველ ადგილზე გასულს €1.000.000 ევრო შეხვდება. მთავარი ჯილდოს მოგების ყველაზე დიდი შანსი, ამ მომენტისთვის, ბრიტანელ ჩარლი კარელს აქვს. თუ კარელი ტურნირის მოგებას შეძლებს, ეს მისი რიგით მე-2 საუკეთესო ანაზღაურება იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი კარელმა არაჩვეულებრივი თამაში აჩვენა და მასიური ჩიპლიდის მოპოვება შეძლო, ბრიტანელის მისია ადვილი შესასრულებელი არ იქნება: მას მეტოექობას ორი თანამემამულე - სემ გრაფტონი და რობერტო რომანელო უწევენ, რომლებიც ამ მომენტისთვის მე-5 და მე-7 ადგილებზე იმყოფებიან.