შონ ვინთერის $700.000-იანი მოგება SHRPO-ზე

სულ რაღაც 3 კვირაში შონ ვინთერი მამა გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თამაშებისთვის აღარ ეცლება. სწორედ ამიტომ, ამერიკელმა გრაინდერმა ადგილობრივ ტურნირებს შეუტია და - წარმატებულადაც.

ჯექსონვილელმა მოთამაშემ, რომლის ნახვაც უმეტესად ძვირადღირებულ ტურნირებზეა შესაძლებელი, Seminole Hard Rock Poker Open-ის $5.250 დოლარიან ივენთზე სცადა ბედი. $3.923.650 დოლარიანი საპრიზო ფონდისთვის ტურნირის 809 მონაწილემ დაიწყო ბრძოლა. 

ფინალური მაგიდა შონ ვინთერმა ჩიპლიდერის პოზიციით დაიწყო, მაგრამ ჩიპების რაოდენობით მე-2 ადგილზე ჯოზეფ ჩონგი იყო. ჩონგის გამოცდილების გათვალისწინებით, ვინთერს მნიშვნელოვანი პრობლემა ექმნებოდა. იღბალი შონ ვინთერის მხარეს აღმოჩნდა, რადგან მან ჯოზეფ ჩონგი სრულიად მარტო დატოვა: ჩონგი ყოველ მნიშვნელოვან დარიგებას, რომელშიც თითქმის 50%-იანი შანსი ჰქონდა, აგებდა. საბოლოოდ, ჯოზეფ ჩონგმა ტურნირი მე-7 პოზიციიდან დატოვა, რამაც მომავალი ჩემპიონის საქმე მნიშვნელოვნად გაამარტივა.  

მნიშვნელოვანი ოპონენტის ჩამოშორებამ შონ ვინთერს საშუალება მისცა, მაგიდაზე დარჩენილი მოთამაშეები წნეხში მოექცია. გამოცდილებამ თავისი გაიტანა: ჩიპების უპირატესობა ჯექსონვილელმა სწორად გამოიყენა და ფინალური ჰედს-აპიც რამდენიმე დარიგებაში მოიგო. პირველი ადგილისთვის მას $698.175 დოლარი შეხვდა.

ამ გამარჯვებით, შონ ვინთერმა საკუთარი შემოსავლები $13.6 მილიონ დოლარამდე გაზარდა. როგორც მარია ჰოსთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, ის მამობისთვის ემზადება და პოკერისგან ხანგრძლივ ტაიმაუტს იღებს. ის დიდ თამაშს Poker Masters-ის ფესტივალზე დაუბრუნდება, რომელიც ნოემბერში იღებს სტარტს. 

რუმები

ქართული უცხოური