Triton Short Deck-ზე ჯასტინ ბონომომ £2.670.000 ფუნტ სტერლინგი მოიგო

ვაი კინ იონგს, ლონდონში მიმდინარე Triton-ის სერიებზე, მეინ ივენთის მოგების შანსი მეორედ ჰქონდა - ამჯერად, ის £100.000-იანი Short Deck-ის ჩიპლიდერი იყო. 

ვაი კინი Triton-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რიჩარდ იონგის შვილია. 2 დღის წინ, მან £100.000 ფუნტ სტერლინგიანი მეინ ივენთი მოიგო, რომელზეც ტრადიციული, 52 კარტიანი ჰოლდემი ითამაშებოდა. პოკერის ამ სახეობის 36 კარტიან ვერსიაზე ვაი კინ იონგი კიდევ ერთხელ მოხვდა ფინალურ ექვსეულში, კვლავაც ჩიპლიდერის სტატუსით. მასსა და ჩემპიონის ტიტულს შორის 6 მოთამაშე იდგა, მათ შორის იყო Triton-ის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი - პოლ ფუა, რომელიც იონგმა წინა ტურნირის ფინალურ ჰედს-აპში დაამარცხა. 

ვაი კინ იონგის მეორედ გაჩემპიონებას ყველა ელოდა, მით უმეტეს, მისი იღბლის გათვალისწინებით: ერთ დარიგებაში, KK-ით შეიარაღებულმა იონგმა ერთდროულად რუი კაო და აიზიკ ჰექსტონი გამოთიშა ტურნირს, რომლებსაც JT და AA ეჭირათ. KQ6T6 ბორდის წყალობით მილიარდერი ბიზნესმენის შვილმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. 

ტურნირის შემდეგი აუტსაიდერი პოლ ფუა იყო. შორთ დექ მეინ ივენთზე 3 მოთამაშე დარჩა, რომლებმაც 5 საათიანი სესია გამართეს. მიუხედავად იონგის უპირატესობისა, ჩიპლიდი ხელიდან ხელში გადადიოდა. ლიან სი თამაშს მე-3 პოზიციიდან გამოეთიშა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჰედს-აპი ვაი კინ იონგსა და ჯასტინ ბონომოს შორის გაიმართებოდა. ამ მომენტისთვის, მალაიზიელი 3-1 ჩიპლიდს ფლობდა. 

ჯასტინ ბონომო უმიზეზოდ არ გამხდარა მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშე: მან 15 ჰედს-აპის მოგება ზედიზედ მოახერხა, რაც თავისთავად, ფენომენალური შედეგია. მნიშვნელოვან მომენტში გაორმაგების შემდეგ, ბონომოს უკან არ დაუხევია და საქმე ბოლომდე მიიყვანა. მან მალაიზიელ მოთამაშეს მე-2 პოზიციაზე მიუჩინა ადგილი, რაც £1.835.000-იან ანაზღაურებას ნიშნავდა. თავად კი ბანკროლი £2.670.000 ფუნტ სტერლინგით შეივსო. 

რუმები

ქართული უცხოური