£100.000 Triton Main Event-ის გამარჯვებული ვაი კინ იონგი გახდა

აზიური პოკერის ფესტივალის ისტორიაში კიდევ ერთი რეკორდი მოიხსნა: ლონდონში მიმდინარე Triton High Roller-ის £100.000 ფუნტ სტერლინგიან მეინ ივენთზე 130 მოთამაშე დარეგისტრირდა. ტურნირის გამარჯვებული მალაიზიელი ბიზნესმენის, რიჩარდ იონგის შვილი - ვაი კინ იონგი გახდა, რომელმაც £2.591.695 ფუნტ სტერლინგი მოიგო. 

მისი მთავარი მეტოქე, ფინალურ ჰედს-აპში, Triton-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, პოლ ფუა იყო. ძველ მეგობრებსა და, ამავდროულად, მეტოქეებს შორის, ფული გადამწყვეტი არასდროს ყოფილა. ამიტომაც, იონგი და ფუა თანხის გაყოფაზე შეთანხმდნენ და სათამაშოდ £150.000 ფუნტ სტერლინგი და ჩემპიონის ტიტული დაიტოვეს.  

ამ დრომდე, პოლ ფუას 3 მცდელობა - მოეგო Triton-ის მეინ ივენთი, უშედეგოდ დასრულდა. ამჯერად მას ყველაფერი უწყობდა ხელს. აზიური პოკერის ვეტერანმა საოცრად აგრესიული თამაში აჩვენა, რასაც იღბალიც უწყობდა ხელს. ის დარიგებას დარიგებაზე იგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, არასწორად გაკეთებული ბლეფისა და იონგის უზუსტესი ქოლის წყალობით, ახალგაზრდა მოყვარულმა მოთამაშემ ჩიპლიდის მოპოვება შეძლო. 

“პოლ ფუას წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული მოვლენაა, - ყვებოდა ვაი კინ იონგი, - ყველაფერს ვიზამ, რომ მატჩი მოვიგო.” თავის მხრივ, კმაყოფილი ჩანდა Triton-ის დამფუძნებელიც: “ბრენდი ყოველწლიურად იზრდება. ძალიან გვიხარია, რომ ტურნირებს არამხოლოდ ჩვენი მეგობრები, არამედ პროფესიონალური პოკერის დიდი სახელებიც ესწრებიან. ეს Triton-ის პოპულარიზაციას კიდევ უფრო ეხმარება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თამაში სახალისო იყოს და ტურნირების მონაწილეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.”

საბოლოოდ, ვაი კინ იონგმა KJ-ით და რივერზე მიღებული ერთი წყვილით ტურნირისა და კარიერაში საუკეთესო ერთჯერადი ანაზღაურების მოგება შეძლო. ფინალურ მაგიდაზე ისეთი მოთამაშეები მოხვდნენ, როგორებიც დენიელ ქეითსი, სტივენ ჩედვიკი და სემ გრინვუდი არიან. 

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება
1ვაი კინ იონგიმალაიზია£2.591.695
2პოლ ფუა მალაიზია£2.558.305
3ბენ ჰიტიდიდი ბრიტანეთი£1.350.000
4მაიკლ სოიზამალაიზია£1.120.000
5სემ გრინვუდიკანადა£902.000
6მაიკლ ჟანგიდიდი ბრიტანეთი£711.000
7სტივენ ჩედვიკიდიდი ბრიტანეთი£544.000
8დენ ქეითსიაშშ£410.000
9ვაი ლონგ ჩანიმალაიზია£371.000

 

რუმები

ქართული უცხოური