გას ჰენსენი Bobby's Room-ში რამდენიმე მილიონს იგებს

სანამ სხვები WSOP-ის ტურნირებს ესწრებოდნენ, გას ჰენსენი, როგორც თავად ამბობს, საქმეს აკეთებდა. ის Bobby’s Room-ში სხვა ჰაიროლერების წინააღმდეგ ძვირადღირებულ პოკერს თამაშობდა. 

უკანასკნელი 10 წელი ჰენსენისთვის დიდი დაუნსვინგი აღმოჩნდა. კაზინო Bellagio-დან გამოღწეული ჭორების მიხედვითაც, მისი საქმე კარგად არ მიდიოდა, მაგრამ შესაძლოა ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდეს. ლეგენდარულმა ქეშ-გეიმერმა ‘ინსტაგრამზე’ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კაზინოს სალაროსთან დიდი სტეკით დგას. “როცა მაგიდასთან ექვსნიშნა თანხით ჯდები და რამდენიმე შვიდნიშნა ბანკის მოგების შემდეგ ფულის გასანაღდებლად მიდიხარ, შეგიძლია თქვა, რომ ზაფხული მართლაც კარგი გამოვიდა” - ამბობს Full Tilt Poker-ის ყოფილი სახე.

ჰენსენს მისი მეგობარი და “დაუძინებელი მტერი” - დენიელ ქეითსიც აჰყვა და Bobby’s Room-დან ინფორმაციის გამოტანა დაიწყო. უკანასკნელ პოსტში, ქეითსმა მისი “წარმატების საიდუმლო” ახსნა. “როცა საუკეთესოების წინააღმდეგ ჯდები, მომზადებაც შესაბამისი გჭირდება” - ყვება Jungleman. 

აი, რა შედიოდა ქეითსის შეიარაღებაში, რომლითაც ის მაგიდასთან გამოცხადდა: ლას ვეგასის წარწერიანი კეპი, პლუშის ფუმფულა კამათელი, აიპადი - ონლაინ პოკერისთვის, სათამაშო სუში და $30.000 დოლარი ნაღდი ფული. 

გაუგებარია, როგორ უნდა დახმარებოდა მას ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნივთი, განსაკუთრებით, $30.000 დოლარი. “ეს თანხა ახლოსაც კი არ არის იმასთან, რაც ასეთ მაგიდებზე თამაშის საშუალებას მოგცემს. აქ ლამბორგინის ადვილად წააგებ. თუ გაგიმართლა, მხოლოდ BMW-ითაც გამოძვრები” - ყვება დენ ქეითსი.

 

რუმები

ქართული უცხოური