ბრანსონი, ნეგრანუ, ჰელმუტი, მანიმეიქერი - WSOP First Fifty Honors-ის გამარჯვებულები

გასულ შაბათს პოკერის მოთამაშეები, ოქროს სამაჯურის მფლობელები, მედიისა და ინდუსტრიის წარმომადგენლები, კაზინოებისა და ონლაინ პოკერ-რუმების მფლობელები Rio-ში შეიკრიბნენ, რათა 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე ის ადამიანები დაეჯილდოვებინათ, ვინც პოკერის განვითარებასა და პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა. 

WSOP First Fifty Honors Gala ნორმან ჩედმა და ლონ მაკკერნმა წაიყვანეს - WSOP-ის პირდაპირი ტრანსლაციების ვეტერანმა წამყვანებმა. ჯილდო 7 კატეგორიაში გაიცა და მათ გამოსავლენად მთლიანად მაყურებლებისა და პოკერის გულშემატკივრების ხმები იქნა გათვალისწინებული.  

გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდნენ:

  • ყველაზე დასამახსოვრებელი სატელევიზიო დარიეგბა: სემი ფარა კრის მანიმეიქერის წინააღმდეგ - 2003 წლის WSOP Main Event
  • WSOP-ზე წლის საუკეთესო თამაში - დენიელ ნეგრანუ, 2013 წელი: 2 ოქროს სამაჯური და 4 ფინალური მაგიდა
  • ვინ იქნება 2020-2070 წლებში ყველაზე წარმატებული მოთამაშე? - ჯასტინ ბონომო
  • გულშემატკივრების რჩეული მოთამაშე - დენიელ ნეგრანუ
  • WSOP-ის საუკეთესო "ცუდი ბიჭი" - ფილ ჰელმუტი
  •  ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება WSOP Main Event-ზე - კრის მანიმეიქერი, 2003 წლის WSOP Main Event
  • WSOP-ის ისტორიაში 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი:
    • დოილ ბრანსონი
    • ფილ ჰელმუტი
    • კრის მანიმეიქერი
    • დენიელ ნეგრანუ

რა თქმა უნდა, კრის მანიმეიქერმა ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა. 2003 წლის მეინ ივენთის მოგებით, მანიმეიქერმა პოკერის არნახული ბუმი გამოიწვია, რაც მთელ მსოფლიოს მოედო. ფილ ჰელმუტმა გამარჯვება ორ ნომინაციაში მოიპოვა, მაგრამ ვერცერთის მიღება პირადად ვერ შეძლო, რადგან Golden State Warriors-ის მფლობელთან ერთად პერუში, მაჩუ პიკჩუს მოსანახულებლად და სამოგზაუროდ იყო წასული.  დენიელ ნეგრანუს და დოილ ბრანსონის გამარჯვება არავის გაკვირვებია, მაგრამ ყურადღებამისაქცევი ამბავი ჯასტინ ბონომოსადმი გულშემატკივრების დამოკიდებულებაა - ყველაზე მეტად ადამიანებს სწორედ ჯასტინ ბონომოს წარმატების იმედი აქვთ. 

 

რუმები

ქართული უცხოური