4 სამაჯური 4 წელში - ლორენ კლაინის ისტორიული შედეგი

მსოფლიოში სულ 2 მოთამაშე არსებობდა, ვინც ზედიზედ 4 წლის განმავლობაში WSOP-ის 4 ოქროს სამაჯურის მოგება შეძლო - დოილ ბრანსონი და ბილ ბოიდი. ხუთშაბათს, მათ რიცხვს კიდევ ერთი მოთამაშე - ლორენ კლაინი შეუერთდა, რომელმაც 2019 წლის WSOP-ის 43-ე ივენთი, $2.500 დოლარიანი Mixed Big Bet-ის ტურნირი მოიგო. 

ფინალურ მაგიდაზე ლეგენდარული მოთამაშე და WPT-ის ვეტერანი წამყვანი - მაიკ სექსტონი და გასული წლის იგივე ივენთის გამარჯვებული - სკოტ ბოლმანიც მოხვდნენ.

გარდა იმისა, რომ ის ბრანსონისა და ბოიდის წყვილს შეუერთდა, კლაინის ისტორიას ის ფაქტიც აფერადებს, რომ ის ფინალური მაგიდიდან გამოვარდნის აშკარა კანდიდატი იყო. მაგრამ მან დროულად გაიაზრა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად მნიშვნელოვანი რისკების აღება იყო საჭირო. საბოლოოდ, კლაინმა იმდენი მოახერხა, რომ შორტ სტეკიდან მოწინავე პოზიციებზე გადავიდა და $127.808 დოლარიანი პრიზის მფლობელი გახდა. 

ბილ ბოიდმა და დოილ ბრანსონმა თავიანთი შედეგები 1970-იან წლებში დადეს - მაშინ, როცა პოკერის ტურნირებზე არც ისე ბევრი მონაწილე რეგისტრირდებოდა. კლაინის შედეგი გაცილებით შთამბეჭდავია: მან გამარჯვებას 218 მონაწილეს შორის მიაღწია და უნდა ითქვას, რომ ეს ყველაზე მცირერიცხოვანი ლაინ-აფია, რაც მას აქამდე დაუმარცხებია. 

 

რუმები

ქართული უცხოური