ფილ აივი WSOP-ზე გამოჩნდა

მის გამოჩენას ყველა ელოდა და აი, WSOP საზაფხულო სერიებზე ფილ აივის წლევანდელი დებიუტი შედგა! ის ერთი დღის დაგვიანებით, $10.000 დოლარიან მე-18 ივენთზე - Omaha Hi-Lo 8 or Better-ზე დარეგისტრირდა. უნდა ითქვას, რომ მისი მაგიდა ადვილი სათამაშო არ იქნება, რამდენადაც მაგიდასთან, აივის გარდა, ოქროს სამაჯურის კიდევ 4 მფლობელი ზის: ფილ ჰელმუტი, მაიკ ვოთელი, ჯონ რეისნერი და ანდრეი ზაიჩენკო. 

გარდა ამისა, მაგიდის 8 მონაწილიდან ყველაზე დაბალი შემოსავალი მეთ ვუდვორდის ანგარიშზე ფიქსირდება, რომელსაც საერთო ჯამში $2.400.859 დოლარი აქვს მოგებული. მთლიანობაში, მაგიდაზე მყოფი მოთამაშეების კარიერულ შემოსავალს თუ შევკრებთ, $79.605.659 დოლარს მივიღებთ. შეიძლება ითქვას, რომ ჯერემი ჰართბერგი ყველაზე უიღბლო მოთამაშეა - არა იმ მიზეზით, რომ მისი შემოსავალი მხოლოდ $68.037 დოლარს შეადგენს, არამედ იმიტომ რომ ის ფილ ჰელმუტსა და ფილ აივის შორის ზის. მისთვის ბლაინდების მოპარვაც რთული იქნება და საკუთარი ბლაინდის დაცვაც.

ამ მომენტისთვის, ფილ აივის საერთო სატურნირო შემოსავალი $26.267.283 დოლარს შეადგენს. უცნობია, რამ აიძულა მას WSOP-ის ტურნირებში მონაწილეობის მიღება: WSOP-ის მიღწევებზე დადებულმა მილიონიანმა სანაძლეოებმა, თუ ოქროს სამაჯურის მოგების ჟინმა? ასეა თუ ისე, ფილ აივიმ მაკაუს პრივატული ქეშ-გეიმები დატოვა და ახლა ლას ვეგასშია. ნაკლებსავარაუდოა, რომ მან იაფიანი ტურნირები ითამაშოს, როგორც ამას დენიელ ნეგრანუ გეგმავდა. მისი სამიზნე მაქსიმალურად ძვირადღირებული ტურნირები და, რა თქმა უნდა, მეინ ივენთი იქნება. 

რუმები

ქართული უცხოური