დენიელ ნეგრანუ PokerStars-თან აღარ ითანამშრომლებს

პოკერის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი და გრძელვადიანი კონტრაქტი ოფიციალურად დასრულდა. დენიელ ნეგრარნუ PokerStars-ის წარმომადგენელი აღარ იქნება. 

როგორც კანადელი მოთაშე ამბობს, ეს "მეგობრული დაშორება" იყო: "გრძელი და საინტერესო გზა იყო, მაგრამ მე 'სტარსის' ამბასადორი აღარ ვიქნები. ამ კომპანიაში ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი. საშუალება მქონდა, მსოფლიოს გარშემო მემოგზაურა და ბარსელონასა და მონტე კარლოში მეთამაშა. ძველ თანამშრომლებს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ!"

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დენიელ ნეგრანუმ საკუთარ პოკერ-რუმში - Full Contact Poker-ში დიდი ინვესტიცია ჩადო. ამის შემდეგ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, 2007 წლის ივნისში, კრის მანიმეიქერთან, გრეგ რეიმერთან და ჯო ჰეშემთან ერთად, დენიელ ნეგრანუმ PokerStars-ის კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მაშინ, როცა PokerStars-მა ხელშეკრულება ისეთ მოთამაშეებს შეუწყვიტა, როგორებიც ბარი გრინშტაინი, ჯო კადა, გრეგ რეიმერი და ჯო ჰეშემი იყვნენ, დენიელ ნეგრანუ უდიდესი პოკერ-რუმის სახე წლების განმავლობაში რჩებოდა. 

"გარკვეული გაგებით, თავისუფლების განცდაა, - ყვება კანადელი მოთამაშე, - მრავალი წლის მანძილზე, ჩემს ნებისმიერ განცხადებას თან კომენტარი ახლდა, რომ ჩემი პოზიცია სპონსორის მიერ გადახდილი ფულით იყო განპირობებული. მე შემიძლია ათასობით სიცრუის დეტექტორი გავიარო და დავამტკიცო, რომ ჩემი განცხადებების გულწრფელად მჯეროდა და მათი გაჟღერება არავის დაუვალებია. ვფიქრობ, მომავალში ჩემს ნათქვამს სხვანაირად აღიგქვამენ."

PokerStars-დან დენიელ ნეგრანუს წამოსვლა მის ქორწილს დაემთხვა. 2018-ში, ახლადშექმნილი ოჯახის მომიზეზებით, PokerStars კიდევ ერთმა მოთამაშემ - ჯეისონ მერსიერმა დატოვა.

რუმები

ქართული უცხოური