დენიელ ქეითსი დენ ბილზერიანის როლში

დაახლოებით, ერთი თვის წინ, დენ ბილზერიანმა "ტვიტერზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ პოკერის მაგიდასთან დენ ქეითსზე მეტი ჰქონდა მოგებული. მოთამაშეების ურთიერთშეპასუხება დიდ კამათში გადაიზარდა. 

როგორც ჩანს, ბილზერიანის სიტყვებმა იმდენად მძიმედ იმოქმედეს დენ ქეითსზე, რომ ამერიკელმა ჰაი სტეიკს გრაინდერმა "ინსტაგრამის მეფედ" წოდებული ფლეიბოის გაშარჟება გადაწყვიტა და შიშველ მოდელებთან ერთად ფოტოსესია მოაწყო. 

ფოტოები კანშია გადაღებული და მათზე მაგიდაზე ლოტუსის პოზაში მჯდომი, შიშველი დენ ქეითსი პოზირებს - რა თქმა უნდა, ასევე შიშველ მოდელებთან ერთად. ფოტოს მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ქეითსმა ან სტრიპ პოკერის სესია მოიგო, ან დიდი და მძიმე ტურნირებისთვის მორალურად ემზადება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საფრანგეთში ქეითსმა ხანგრძლივი ქეშ-გეიმები გამართა, პირველი ვარაუდი უფრო მართებული იქნება.  

რა თქმა უნდა, გას ჰენსენისგან მსგავსი სურათები გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ ქეითსისგან ასეთი "თავაშვებულობა" არავის ახსოვს. ჰენსენის 'ინსტაგრამის' გვერდზე ხშირად ნახავთ ცნობილ დანიელს არყის ბოთლით ხელში, სტრიპტიზიორებთან ჩახუტებულს. 

 

რუმები

ქართული უცხოური