EPT Monte Carlo Main Event-ის გამარჯვებული მანიგ ლუსერი გახდა

EPT-ისა და PokerStars-ის ძალების გაერთიანებით, მონტე კარლოში პოკერის ევროპული ტური გაიმართა. მისი დასკვნითი ღონისძიების - €5.300 ევროიანი მეინ ივენთის გამარჯვებული მანიგ ლუსერი გახდა.

2 სასტარტო დღის შემდეგ ტურნირზე 922 მოთამაშე დარეგისტრირდა, რომლებმაც ფრანგულ რივიერაზე ოთხდღიანი სესია გამართეს. 

მანიგ ლუსერის ფინალური მეტოქე ვეი ჰუანგი იყო, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა, რომ EPT-ის პირველი ჩინური ნაციონალობის გამარჯვებული გამხდარიყო. მისი მეგობარი, რომელიც ამჯერად გულშემატკივრების გუნდში იყო - ჰოსიანგ ვონგი გასულ წელს EPT Barcelona Main Event-ზე ასევე მე-2 ადგილზე გავიდა. აშკარაა, რომ ჩინეთში პოკერი სულ უფრო პოპულარული ხდება და, შესაბამისად, მოთამაშეების ხარისხიც იზრდება. 

ფინალურმა სამეულმა, რომელშიც მანიგ ლუსერი, ვეი ჰუანგი და უნგრელი ვიქტორ კატზენბერგერი შედიოდნენ, მოლაპარაკება გამართეს, რის შედეგადაც სამივე მოთამაშემ დარჩენილი საპრიზო ფონდის მნიშვნელოვანი თანხა გაინაღდა. მთავარი ჯილდო კი - პირველი ადგილისთვის დარჩენილი €603.777 ევრო გერმანელს შეხვდა, რომელმაც კარიერაში მე-2 დიდი ტიტული მოიგო. ამჟამად, გერმანიის ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეთა შორის ლუსერი მე-10 ადგილს იკავებს. Handon Mob-ის მონაცემებით, მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $10 მილიონ დოლარს აღემატება. 

რუმები

ქართული უცხოური