ვინ არის WSOP-ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე?

ლას ვეგასში WSOP-ის საზაფხულო სერიების დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. როგორც წესი, ფესტივალის გახსნამდე უამრავი ვარაუდი კეთდება იმის შესახებ, თუ ვისზე ღირს ფულის დადება და ვინაა საუკეთესო მოთამაშე? სტატისტიკების ეპოქაში ასეთი საკითხების გარკვევა რთული არ უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ WSOP შექმნის დღიდან აწარმოებს თავისი ტურნირებისა და მონაწილეების დეტალურ აღწერას. 

WSOP-ის სამაჯურები: სანამ პოკერში ყველაფერს ფული განსაზღვრავს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრესტიჟი სწორედ დიდი ტურნირების მოგებას მოსდევს. ამ შემთხვევაში, WSOP-ის აბსოლუტური რეკორდსმენი ფილ ჰელმუტია, რომელსაც 15 ოქროს სამაჯური აქვს მოგებული. 138 ტურნირზე მან ფულში შესვლა მოახერხა. ტურნირებში მისმა შემოსავალმა თითქმის $23 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მას ყველაზე ანაზღაურებად მოთამაშეებს შორის მე-4 ადგილს ანიჭებს. 

ამ კატეგორიის მე-2 ადგილს სამი მოთამაშე - სამი ლეგენდა იკავებს: დოილ ბრანსონი, ჯონი ჩენი და ფილ აივი. თითოეულის ანგარიშზე WSOP-ის 10 ოქროს სამაჯურია. მე-3 ადგილზე ჯონი მოსია, რომელმაც WSOP-ის 27 ნათამაშები ტურნირიდან 9 მოიგო. 

WSOP-ის საპრიზო ადგილები: სხვანაირად რომ ვთქვათ - ვინ რამდენჯერ მოახერხა ფულში შესვლა? 195 ტურნირით ამ სიას დუგლას კარლი ლიდერობს. შეიძლება, გასაკვირი იყოს, მაგრამ მას WSOP-ის არცერთი ღონისძიება არ აქვს მოგებული. მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $1.2 მილიონ დოლარს შეაედგენს. სიის შემდეგი 10 მონაწილე ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშესაპრიზო
1დუგლას კარლი195
2როლანდ ისრაელიშვილი169
3ალენ კესლერი149
4ფილ ჰელმუტი126
4კრის ფერგიუსონი126
5კრისტოფერ კონრადი123
6ჩარლზ მური119
7არი ენგელი115
8მაიკ ლი111
9დენიელ ნეგრანუ110
9მორის ჰოკინსი110

WSOP-ზე მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, ლიდერი ანტონიო ესფანდიარია, რომელმაც პოკერის მსოფლიო სერიებზე $22.283.326 დოლარი დააგროვა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი მან $1.000.000 დოლარიან Big One for One Drop-ზე მოიგო. $17.413.782 დოლარით მე-2 ადგილზე დენ კოლმანია, რომელსაც 3 ოქროს სამაჯური აქვს მოგებული. ესფანდიარის მსგავსად, კოლმანმაც 2014 წლის Big One for One Drop მოიგო, რომლის პირველი ადგილისთვისაც $15.306.668 დოლარი მოიგო. 

რუმები

ქართული უცხოური