დენიელ ნეგრანუს 2019 წლის საზაფხულო გეგმა

დენიელ ნეგრანუ WSOP-ის 2019 წლის მოთამაშის სტატუსისთვის იბრძოლებს. კანადელ მოთამაშეს უკვე აქვს მოგებული WSOP-ის წლის მოთამაშის ტიტული 2004 და 2013 წლებში. მან თავისი ახალი სტრატეგიიდან რამდენიმე დეტალი გაასაჯაროვა, რაც მას მიზნის მიღწევაში უნდა დაეხმაროს.

'ტვიტერზე' გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, წლევანდელ WSOP-ის საზაფხულო სერიებზე PokerStars-ის სახე გაცილებით მეტი დაბალი ბაი-ინის ტურნირის თამაშს გეგმავს. როგორც წესი, WSOP-ზე ის მნიშვნელოვან ტურნირებს ან ძვირადღირებულ ივენთებს არჩევდა. როგორც ჩანს, კანადელმა ცვლილებების საჭიროება დაინახა: "თითქმის შეუძლებელი გახდა წლის მოთამაშის ტიტულის მოგება იმ გრაფიკით, რომელსაც მე მივყვებოდი."

KidPoker-ის განცხადებით, ის მაქსიმალურად შეიკავებს თავს ძვირადღირებული ტურნირებისგან და ყურადღებას მოყვარული მოთმაშეების წინააღმდეგ ბრძოლას დაუთმობს: "ვფიქრობ, წლევანდელ სერიებზე მოთამაშეების სულ სხვა კატეგორიას გავიცნობ, რაც ახალი გამოცდილება იქნება ჩემთვის."

2017 წლის WSOP-ზე, $10.000 დოლარიან ივენთზე, 120 მონაწილეს შორის ნეგრანუმ მე-13 ადგილი დაიკავა. მსგავს ტურნირებზე, როგორც წესი, პროფესიონალი მოთამაშეები რეგისტრირდებიან, სადაც თამაში და მოწინავე პოზიციების დაკავება მნიშვნელოვნად რთულდება. მე-13 ადგილი ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ასეთი შედეგი დაახლოებით იგივე რაოდენობის ქულებს იძლევა, რასაც დაბალი ბაი-ინის, მაგრამ გაცილებით ფართო ფილდის ყველაზე დაბალი საპრიზო ადგილი. მაგალითად, $565 დოლარიანი Colossus-ის ივენთი, რომლებითაც დამწყები და მოყვარული მოთამაშეები ინტერესდებიან. 

კანადელი მოთამაშე იმდენად დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, რომ $5.000.000 დოლარამდე ფსონების მიღებას აპირებს. სანაძლეო პირობის მიხედვით, მან 15-ჯერ მაინც უნდა მოახერხოს საპრიზო ადგილის დაკავებას. 

რუმები

ქართული უცხოური