ტალინში €25.000 Patrik Antonius Poker Challenge გაიმართა

პოკერზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. განსაკუთრებული პოპულარობით ჰაი როლერ ტურნირები სარგებლობენ. როგორც ჩანს, ძვირადღირებული ღონისძიებებით უფრო მეტი ბიზნესმენი და ჰაი სტეიკს მოთამაშე ინტერესდება. ამის დასტურია ესტონეთის დედაქალაქში გამართული €25.000 ევროიანი ჰაი როლერ ტურნირი, რომელსაც ლეგენდარული ფინელი მოთამაშის, პატრიკ ანტონიუსის სახელი ეწოდა. 

ამ დრომდე, ტალინის ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი 2010 წლით თარიღდებოდა, როდესაც Olympic Park Casino-ში €10.300 ევროიანი ტურნირი ჩატარდა. ამჯერად, €25.000 ევროიანი ბაი-ინი 17-ჯერ იქნა გადახდილი, აქედან 4 თავად ტურნირის მთავარმა გმირმა გადაიხადა, თუმცა, უშედეგოდ. ანტონიუსის €100.000 ევროიანი ინვესტიცია წარუმატებელი აღმოჩნდა: ფინელი მოთამაშე გამუდმებით ქულერებსა და ბედ ბითებს ეჩეხებოდა, რამაც საპრიზო ადგილებამდე მიღწევის საშუალება არ მისცა. ანტონიუსის სტეკი ერთხელ მისმა თანამემამულემ, პაული აირასმაც მიისაკუთრა. ფინელი ლეგენდის გარდა, სათამაშო მაგიდებთან რობერტ მიზრაქი და დენიელ Jungleman ქეითსიც იმყოფებოდნენ. 

სწორედ აირასი გახდა ტურნირის გამარჯვებული. ძვირადღირებული ტურნირებისთვის ის უცხო სტუმარი ნამდვილად არაა: შარშან, €25.000 EPT Barcelona High Roller-ზე, ის დევიდ პიტერსთან დამარცხდა და მე-2 ადგილი დაიკავა. ტალინის ტურნირზე ფინალური ჰედს-აპი მასსა და ჰოლანდიელ ტენ მულდერს შორის გაიმართა. ამჯერად, აირასი დაუმარცხებელი აღმოჩნდა. პირველი ადგილისთვის მან €163.300 ევრო მიიღო. "ჰედს-აპამდე არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, - ყვება პაული აირასი, - ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, სოლიდურ პოკერს ვთამაშობდი. ჰედს-აპი კი ძალიან რთული გამოდგა. მულდერი, ვფიქრობ, ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, რომელთან ბრძოლაც საკმაოდ გამიჭირდა."

რუმები

ქართული უცხოური