ონლაინ კაზინოები Short Deck-ის საერთო წესებზე ვერ ყალიბდებიან
Short Deck Poker-ის, იგივე Six Plus Hold'em-ის პოპულარობა სულ უფრო იზრდება - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თამაში მომხმარებლებს PokerStars-მა შესთავაზა. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს უდიდეს პოკერ-რუმს ამ შემთხვევაში ცოტათი დააგვიანდა, რადგან iPoker-ის ქსელში Six Plus Hold'em ვერსია 2016 წლიდან ითამაშება. WSOP-ის მენეჯმენტი ახალ ტენდენციას არ ჩამორჩა და 2019 წლის სერიებზე Six Plus Hold'em-ის $10.000 დოლარიანი ტურნირი დაამატა.
მსოფლიო პოკერის ორი უდიდესი სახელი - ფილ აივი და ტომ დუანი ჰოლდემის ახალი ვარიანტის პოპულარიზაციას 2015 წლიდან ცდილობენ. შორთ დექის ბუმი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილ აივიმ მონტენეგროში გამართული ტურნირი $604.000-იანი ანაზღაურებით მოიგო, ხოლო შემდეგი ივენთის მე-3 ადგილისთვის $1.666.480 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო. როგორც ჩანს, აივის ნებისმიერ რეზულტატი გულშემატკივრებზე დიდ გავლენას ახდენს.
4 წლის წინ, დუანი და აივი პოლ ფუას 'იუთუბის' არხზე გამოჩდნენ და მაყურებელს ახალი თამაშის წესები გააცნეს.სწორედ წესები გახდა გაუგებრობის მთავარი მიზეზი, რაზეც ონლაინ კაზინოებს და სათამაშო პლატფორმებს საერთო შეხედულების ჩამოყალიბება მოუწევთ.
მთავარი გაუგებრობა ხელების სიძლიერეა. თავდაპირველად, შორთ დექმა ტრადიციული ჰოლდემის წესები მემკვიდრეობით მიიღო, მოგვიანებით კი გარკვეული ცვლილებები განახორციელა: რამდენადაც დასტიდან 2,3,4,5 ამოღებულია, ფლეშის დასასრულებლად მოთამაშეს 9-ის ნაცვლად 5 აუტი რჩება. ამიტომაც, შორთ დექის ახალი წესებით, ფლეში ფულ ჰაუსსზე ძლიერ კომბინაციად ითვლება. ზოგიერთი პოკერ-რუმი უფრო შორსაც წავიდა და სთრეითზე მაღლა სეტი/ტრიპსი დააყენა. რამდენიმე კაზინო კი შორთ დექის სპეციალურ ვერსიას გვთავაზობს, სადაც რივერი არა მაგიდაზე, არამედ მოთამაშეების ხელში, დაფარულად რიგდება. ამ შემთხვევაში მოთამაშე ბორდის 4 და საკუთარ 3 კარტს იყენებს, რათა 5 კარტიანი საუკეთესო კომბინაცია შეადგინოს.
პოკერის ექსპერტები და მწვრთნელები, აქტიური გრაინდინგის დაწყებამდე, მოთამაშეებს კონკრეტული პოკერ-რუმის მიერ შეთავაზებული შორთ დექის წესების კარგად შესწავლას ურჩევენ, რადგან ჯერჯერობით თამაშის ახალ ვერსიას საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა არ გააჩნია.
ამ ვიდეოში, ტომ დუანი შორთ დექის წესებს ხსნის და თამაშის იმ ვერსიებზე გვიყვება, რომლებთანაც მას შეხება ჰქონია: