Short Deck-ის წარმომავლობა დენ ქეითსის ვერსიით

წელიწადნახევრის წინ, პოკერის ტურნირები ჰოლდემის 36 კარტიანმა სახეობამ დაიპყრო. მას შორთ დექს, ან 6+ ჰოლდემს ეძახიან, რადგან თამაში სწორედ 6-დან იწყება: 2,3,4 და 5 დასტიდან ამოღებულია. მათემატიკური ცვლილებების გამო, ბევრ ტურნირზე, შორთ დექის კომბინაციების სიძლიერე შეცვლილია: რამდენადაც ფლეშის დასრულება უფრო რთულია, ვიდრე ფულ ჰაუსის, ჰოლდემისგან განსხვავებით, ამ ორმა კომბინაციამ ადგილები გაცვალეს. 

 თამაშის პოპულარიზაცია ფილ აივიმ და ტომ დუანმა 2015 წელს დაიწყეს, როცა პოლ ფუას ვიდეოებში გამოჩდნენ და თამაშის წესები ახსნეს. ჯეჯუში გამართულ Triton High Roller-ის სერიებზე შორთ დექმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. 

სხვა ჰაი როლერებთან ერთად, კორეაში დენიელ ქეითსიც იმყოფება, რომლის სეისებიც, სავარაუდოდ, არც ისე კარგად მიდის. "გუშინ, ჯეჯუში, შორთ დექის სესიაზე, სულ რაღაც ერთ საათში HK$750.000 წავაგე, - ყვება ინსტაგრამის გვერდზე ქეითსი, - მაინტერესებს, ამაზე ჩქარა თუ შევძლებ ფულის დახარჯვას, ამიტომაც თამაშს ვაგრძელებ."

შორთ დექის დაბადების ადგილად მაკაუ ითვლება, მაგრამ დენიელ ქეითსმა მისი წარმომავლობის ახალი ვერსია შემოგვთავაზა: "შორთ დექი ასე შეიქმნა: ჩინელმა ბიზნესმენმა ჰოლდემის თამაშისას დიდი ფული წააგო. გაბრაზებულმა 2, 3, 4 და 5 გადაყარა და თამაში ასე გააგრძელა." უცნობია, ქეითსს ხუმრობა ჰქონდა ჩაფიქრებული,  თუ ისტორია რეალურ ამბავს ეხებოდა... 

რუმები

ქართული უცხოური