2019 წლის WSOP-ზე ფილ ჰელმუტი 3 სამაჯურის მოგებას გეგმავს

ფილ ჰელმუტმა საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე 2019 წლის ზაფხულის გეგმები გაახმაურა, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ამბიციური ჩანს. მაგრამ 'ამბიცია' ჰელმუტის მეორე სახელადაც შეიძლება მივიჩნიოთ. თუ მის სტატისტიკას გადავხედავთ, მისი გეგმა "შეუსრულებელი მისიის" კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება: WSOP-ის 15 ოქროს სამაჯური, $23 მილიონ დოლარზე მეტი სატურნირო შემოსავალი და WSOP-ზე აღებული 137 საპრიზო ადგილი. 

პირველ რიგში, მას WSOP-ის 3 სამაჯურის მოგება აქვს გადაწყვეტილი, რაც ერთ სერიაზე საკმაოდ რთული ამოცანაა. რა თქმა უნდა, მის ანგარიშზე 15 ოქროს სამაჯურია, მაგრამ მათ მოგროვებას ჰელმუტმა 3 ათწლეული მოანდომა. გარდა ამისა, მისი წლევანდელი ამოცანა WPT-ის 2 ტურნირის მოგებასაც მოიცავს, რაც ნაკლებსავარაუდოა - ჰელმუტმა მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა WPT-ის ფინალურ მაგიდა და ვერცერთ მცდელობაზე საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო. 

მესამე ამოცანა მისი ახალი წიგნის, Positivity-ის მილიონი ეგზემპლარის გაყიდვაა. Amazon.com-ის სტატისტიკის მიხედვით, წიგნი ბესტსელერად ნამდვილად ვერ შეფასდება, მაგრამ თუ ჰელმუტი მართლაც შეძლებს 3 ოქროს სამაჯურის მოგებას, შესაძლოა მისმა წიგნებმა ახალი სიცოცხლე იპოვონ. როგორც ჩანს, წერა ჰელმუტის ახალი გატაცებაა: 2019 წლის ერთ-ერთი მთავარი გეგმა Positivity 2-ის გამოცემაა. 

რუმები

ქართული უცხოური