მარია ჰომ LAPC-ის $25.000-იანი ჰაი როლერი მოიგო

გუშინ დილას, LAPC-ის $25.000 დოლარიან ჰაი როლერზე, ერთმანეთს თანამედროვე პოკერის ორი უდიდესი ქალი მოთამაშე დაუპირისპირდა: მარია ჰომ და კრისტენ ბიკნელმა $276.690 დოლარიანი საპრიზო ანაზღაურების ბედი დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად გადაწყვიტეს. 

რაც ყველაზე მთავარია, ცნობილმა მოთამაშემ და რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის წამყვანმა საკუთარი დაბადების დღე ფინალურ მაგიდაზე აღნიშნა და 38-ე დაბადების დღე სამუდამოდ ჩაწერა საკუთარ დღიურში. 28 მონაწილიანი ფილდის უდიდესი ნაწილი მარია ჰომ 12 საათამდე ჩამოიშორა. მის მიერ გამოთიშულ მოთამაშეებს შორის ჰოს ყოფილი ბოიფრენდი, რაინერ კემპე და კრისტენ ბიკნელის ამჟამინდელი შეყვარებული, ალექს ფოქსენი იყვნენ. 

კემპესა და ფოქსენის გარდა, ტურნირი მძიმე ლაინ-აფით იყო დატვირთული: აქ იყვნენ ალი ისმიროვიჩი, მანიგ ლუსერი, ჯეიკ შინდლერი, კრის ჰანიკენი და სხვა დიდი სახელები. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება ჰოს კარიერაში საუკეთესო არ ყოფილა, მისმა საერთო სატურნირო შემოსავალმა $3 მილიონ დოლარს გადააჭარბა. როგორც მარია ჰო ამბობს, მას უამრავი დაბადების დღე გაუტარებია WPT-ის ფინალურ მაგიდაზე, მაგრამ სადაბადებისდღეო ტურნირის მოგება პირველად შეძლო.

 

რუმები

ქართული უცხოური