მაიკლ სოიზა Triton-ის პირველი ჰოლდემ ივენთის გამარჯვებული გახდა
2 შორთ დექ ივენთის შემდეგ, Triton High Roller Series-ის მონაწილეები, ტრადიციულ, 52 კარტიან თამაშს დაუბრუნდნენ. HK$500.000-იანი ივენთის გამარჯვებული მალაიზიური წარმოშობის მაიკლ სოიზა გახდა, რომელმაც დასავლურ პოკერში რამდენიმე წლის წინ გაითქვა სახელი. სოიზამ HK$11.150.000 მოიგო, რაც დაახლოებით $1.421.000 აშშ დოლარია.
2 კვირის წინ, სნოუბორდით სრიალისას, მაიკლ სოიზამ მძიმე ტრავმა მიიღო: მას ტიტანიუმის დისკისა და 12 ხრახნის ჩასმა დასჭირდა. არასახარბიელო ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, მან სემ გრინვუდის დამარცხება და კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ანაზღაურების მიღება შეძლო.
"ტურნირის მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, - ყვება სოიზა, - ძირითადად საკუთარ ხელებზე ვიყავი ორიენტირებული. ფლიპებშიც გამიმართლა."
ტურნირზე 49 მოთამაშე დარეგისტრირდა. Triton-ის სერიები, საფასურისა და რე-ბაის შესაძლებლობის გათვალისწინებით, იმ მოთამაშეებისთვის ნამდვილად არ არის, ვისაც სუსტი გული აქვს: $63.700 დოლარიანი ბაი-ინი 32 მოთამაშემ ხელმეორედ გადაიხადა. მდიდარ აზიელ ბიზნესმენებს შორის, ფინალურ მაგიდაზე ჯასტინ ბონომო, ბრინ კენი, სემ გრინვუდი და ჯეისონ კუნი მოხვდნენ.
"სემ გრინვუდი არაჩვეულებრივი მოთამაშეა, - თქვა ტურნირის მოგების შემდეგ სოიზამ, - უბრალოდ, მე გაცილებით იღბლიანი აღმოვჩნდი." თავმდაბლობის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ 8T38K ბორდზე, გრინვუდის მძიმე შეტევის საპასუხოდ, სოიზამ 77-ით 'ჰიროუ ქოლი' გააკეთა, რამაც მას $1.421 მილიონიანი ანაზღაურება მოუტანა.